ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ალკოჰოლი და ვარჯიში - რა ხდება, როცა ერთი საღამო ვსვამთ
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

ალკოჰოლი და ვარჯიში - რა ხდება, როცა ერთი საღამო ვსვამთ

04 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ყველას გვქონია სიტუაცია, როცა მთელი კვირა ვვარჯიშობთ, ჯანსაღად ვიკვებებით, ვსვამთ საკმარის წყალს და მერე მოდის პარასკევი, როცა მეგობრები დასალევად გეპატიჟებიან და გარწმუნებენ, რომ „ორი ჭიქა არაფერს გავნებს“.
რეალურად, ორმა ჭიქამ მართლაც შეიძლება არაფერი დაგიშავოს... მაგრამ მოდი, უფრო დეტალურად გავიგოთ, რა ხდება ორგანიზმში მაშინ, როცა ალკოჰოლი და ვარჯიში ერთმანეთს ხვდება.


რა ხდება ორგანიზმში, როცა სვამ:


ალკოჰოლი სხეულისთვის ტოქსინია და როგორც კი სვამ, ორგანიზმი მთლიანად გადადის მისი ნეიტრალიზაციის რეჟიმზე. ეს ნიშნავს, რომ სხეული დროებით წყვეტს სხვა მნიშვნელოვანი პროცესების სრულფასოვან მუშაობას, მაგალითად:


●      ცხიმების წვას
●      კუნთების აღდგენას
●      ჰორმონების ბალანსის შენარჩუნებას

ამიტომაც, თუნდაც ერთი საღამო დალევის შემდეგ, მეორე დღეს შეიძლება თავი დაღლილად და „გამოფიტულად“ იგრძნო - შენი ორგანიზმი ჯერ კიდევ ენერგიას ხარჯავს ალკოჰოლისგან გასუფთავებაზე და ვერ ახერხებს პროგრესზე ფოკუსირებას.


კუნთის აღდგენა და ალკოჰოლი. ვარჯიშის შემდეგ სხეული ცდილობს კუნთის ბოჭკოები აღადგინოს და ცილა ეფექტურად გამოიყენოს. კვლევები აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მოხმარება 25%-ით ამცირებს კუნთების აღდგენის ხარისხს.


ანუ თუ პარასკევს ივარჯიშე და საღამოს ბარში წახვედი - დიდი შანსია, რომ შაბათს შენს სხეულს აღდგენის ნაცვლად „გამოფხიზლება“ მოგიწიოს.


ჰორმონები და ენერგია. დამეთანხმებით, რომ ჰორმონების ბალანსი და ენერგია ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალკოჰოლი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს და ზრდის კორტიზოლს - სტრესის ჰორმონს. ტესტოსტერონი პირდაპირ უკავშირდება კუნთების ზრდასა და ძალას, ხოლო კორტიზოლი - კუნთების დაშლას. მარტივად რომ ვთქვათ: სმა ამცირებს იმ ძალას და შედეგს, რისთვისაც დარბაზში დადიხარ.


დეჰიდრატაცია და შესრულება. ალკოჰოლი შარდმდენია, რაც ნიშნავს, რომ სხეული კარგავს ბევრ სითხეს და ელექტროლიტებს. 

დეჰიდრატაცია კი პირდაპირ აისახება ვარჯიშზე:


●      იკლებს გამძლეობა
●      შენელებულია რეაქციები
●      იზრდება ტრავმის რისკი

თუ დილით გიწევს ვარჯიში - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ კარგად დაიტენიანო ორგანიზმი.


ძილი და აღდგენა. მართალია, თითქოს დალევის შემდეგ გვგონია, რომ უკეთ გამოიძინებთ, მაგრამ კვლევები ამბობს, რომ ალკოჰოლი არღვევს REM ფაზას - ძილის იმ ნაწილს, როცა ტვინი და კუნთები რეალურად ისვენებენ.


შედეგად შეიძლება 8 საათი გეძინოს, მაგრამ მაინც გაიღვიძო ისე, თითქოს საერთოდ არ დაგიძინია.


ამ ყველაფრის მიუხედავად, ალკოჰოლზე სრულად უარის თქმა აუცილებელი არ არის. მთავარი სიტყვაა ბალანსი.  ერთი საღამო ზომიერად სმა დიდ ზიანს არ მოგაყენებს, მაგრამ რეგულარული, თუნდაც „მცირე“ დოზით ალკოჰოლი გრძელვადიან პერსპექტივაში აფერხებს პროგრესს - ენერგიას, ძილს, აღდგენას და მეტაბოლიზმს.


თუ გეგმავ საღამოს მეგობრებთან ერთად:

●      დალევამდე – მიირთვი ცილა და ცხიმი (მაგ. კვერცხი, ქათამი) — ეს შეანელებს ალკოჰოლის შთანთქმას.
●      დალევის დროს – ყოველი სასმელის შემდეგ დალიე ერთი ჭიქა წყალი.
●      დალევის შემდეგ – დილას დაიწყე წყლით და ელექტროლიტებით.
●      ვარჯიში მეორე დღეს – აირჩიე მსუბუქი აქტივობა: სიარული, იოგა ან მარტივი მობილობის სესია.
მაქსიმალურად ეცადე გამოიძინო – ძილი აღდგენისთვის საუკეთესო საშუალებაა.


მოკლედ რომ შევაჯამოთ


●      ალკოჰოლი აჩერებს აღდგენას და ცხიმის წვას;
●      ამცირებს ტესტოსტერონს და ზრდის კორტიზოლს;
●      იწვევს დეჰიდრატაციას და ამცირებს გამძლეობას;
●      რეგულარულად სმა აფერხებს პროგრესს, მაგრამ ერთჯერადი, ზომიერი რაოდენობა ტრაგედია არ არის.


არავინ ამბობს, რომ სპორტსმენს გართობა არ შეუძლია. უბრალოდ გახსოვდეს - შენი სხეული იმსახურებს ისეთივე ყურადღებას, როგორსაც შენ მისგან ელოდები.


თუ გინდა შედეგი, ენერგია და პროგრესი - ივარჯიშე, დალიე წყალი, გამოიძინე და მიეცი ორგანიზმს ის, რაც რეალურად სჭირდება.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნინიკუშკა

ნინიკუშკა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როგორ იქცა ლევანდოვსკი გამხდარი ბიჭიდან ფიტნეს მონსტრად?

•
•ფეხბურთი
როგორ იქცა ლევანდოვსკი გამხდარი ბიჭიდან ფიტნეს მონსტრად?
•
•ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუ - დიდხანს თამაშის 5 საიდუმლო

•
•ფეხბურთი
კრიშტიანუ რონალდუ - დიდხანს თამაშის 5 საიდუმლო
•
•ფეხბურთი

დიეტა, ვარჯიში და სხვა საიდუმლოები - როგორ ინარჩუნებს მესი ფორმას?

•
•ფეხბურთი
დიეტა, ვარჯიში და სხვა საიდუმლოები - როგორ ინარჩუნებს მესი ფორმას?
•
•ფეხბურთი

ალკოჰოლი და ვარჯიში - რა ხდება, როცა ერთი საღამო ვსვამთ

•
•ქართული
ალკოჰოლი და ვარჯიში - რა ხდება, როცა ერთი საღამო ვსვამთ
•
•ქართული
News image

11 სთ წინ

როგორ იქცა ლევანდოვსკი გამხდარი ბიჭიდან ფიტნეს მონსტრად?

News image

18 სექ, 2025

კრიშტიანუ რონალდუ - დიდხანს თამაშის 5 საიდუმლო

News image

23 სექ, 2025

დიეტა, ვარჯიში და სხვა საიდუმლოები - როგორ ინარჩუნებს მესი ფორმას?

News image

04 ნოე, 2025

ალკოჰოლი და ვარჯიში - რა ხდება, როცა ერთი საღამო ვსვამთ