ბარსელონამ ნაიკთან და კობი ბრაიანტის ბრენდთან თანამშრომლობით 2026/27 წლების სეზონის ოფიციალური გასვლითი ფორმა წარადგინა.

ახალი მაისური შავსა და ბოლოსკენ იისფერში გადამავალ გრადიენტს აერთიანებს, რომელსაც ოქროსფერი დეტალები და კობი ბრაიანტის ბრენდისთვის დამახასიათებელი გრაფიკული ელემენტები ამშვენებს.

გარდა ამისა, საყელოს შიდა მხარეზე დატანილია კობი ბრაიანტის ცნობილი ციტატა: „დატოვე თამაში იმაზე უკეთესი, ვიდრე დაგხვდა“ (Leave the game better than you found it).

ახალი კოლექციის პრეზენტაციაში მონაწილეობა კლუბის ვარსკვლავებმა, მათ შორის პედრიმ, გავიმ, ფრენკი დე იონგმა, ახალგაზრდა ტალანტებმა და ქალთა გუნდის წევრებმა მიიღეს.


ფორმა უკვე ხელმისაწვდომია კლუბისა და ნაიკის ოფიციალურ მაღაზიებში.