ტოტენჰემის ნახევარმცველმა ჩავი სიმონსმა 2019 წელს ბარსელონადან პსჟ-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.
„მათი მხრიდან სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი არ სჯეროდათ. მაშინ გადავწყვიტე არაფერი მეთქვა, რადგან მხოლოდ ფეხბურთზე ვიყავი კონცენტრირებული. მაგრამ მითხრეს: „ჩვენ გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებისაც გვჯერა და ვისთვისაც კონტრაქტის შეთავაზება გვსურს, შენ კი მათ შორის არ ხარ, ვინც ნამდვილად არის ჩვენი პროექტის ნაწილი“.
ჩემთვის ამის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. ხალხმა არ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, ისინი მხოლოდ იმით მსჯელობენ, რაც სმენიათ. აი, ეს არის ნამდვილი ისტორია.
იქ მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე. გავიარე სხვადასხვა ეტაპი, გადავიტანე ყველაფერი – მთელი ჩემი ბავშვობა ამ კლუბში გატარდა, ძალიან მიყვარს ბარსელონა. ყველაფერი, რასაც მაშინ წერდნენ, ტკივილს მაყენებდა მეც და ჩემს ოჯახსაც.
ყველაფერი ძალიან მარტივად იყო: იმ მომენტში მათ ფსონი სხვა ბიჭებზე დადეს და მე ეს მივიღე. ამავდროულად მქონდა შეთავაზება პსჟ-სგან, მართლაც დიდი პროექტით. 16 წლის ვიყავი, ვვარჯიშობდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად, ასე რომ გადაწყვეტილების მიღება იოლი იყო.
როდესაც მეგობრები მეკითხებიან, ვპასუხობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შესაძლოა ხალხმა თქვას, რომ არ ვთამაშობდი, მაგრამ ჩემ გვერდით ნეიმარი, მესი და მბაპე იყვნენ. ძალიან რთულია სათამაშო დროის მიღება, როდესაც მათ ყველა მატჩში სურთ თამაში.
თუმცა ეს იყო საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლებოდა მიმეგო, რადგან მათგან ბევრი რამ ვისწავლე“, – განაცხადა სიმონსმა The Sports Agents-თან ინტერვიუში.