რეალმა იან დიომანდესთან პირადი კონტრაქტის პირობებზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
როგორც ივნისში პსჟ-ს შემთხვევაში მოხდა, მადრიდულმა კლუბმა პოტენციური ხელშეკრულების პირობებზე თავად ფეხბურთელისგან თანხმობა მიიღო.
ახლა რეალი ლაიფციგისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს. მანამდე გერმანულმა კლუბმა 90 მილიონი ევრო პლუს 10 მილიონი ბონუსის ოდენობის შეთავაზება დაუყონებლივ უარყო.
გარდა ამისა, პსჟ დიომანდეს გარემოცვას კვლავ დაუკავშირდა და 19 წლის ფორვარდის ტრანსფერისთვის ბრძოლის გაგრძელებას ბოლო წუთამდე გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე კოტ'დიუვარელისთვის ბრძოლაში ფავორიტად რეალი მოიაზრება.