ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი ქაოსია.
მადრიდის რეალმა მიუნხენის ბაიერნს ოფიციალურად შეატყობინა, რომ მაიკლ ოლისეს ტრანსფერს ნებისმიერ ფასად დახურავს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სამეფო კლუბი მზადაა დაელოდოს იმ მომენტს, როცა გერმანელები ფრანგი ვარსკვლავის გაყიდვას გადაწყვეტენ. ბაიერნის სპორტული დირექტორი, კრისტოფ ფროინდი კი აცხადებს, რომ ოლისე ხელშეუხებელია და გუნდში რჩება.
პარალელურად, სენსაციური ცნობები ვრცელდება ვინისიუს ჟუნიორზე. ბრაზილიელის აგენტებმა ფეხბურთელი ლივერპულს შესთავაზეს, თუმცა მერსისაიდელებმა ტრანსფერზე უარი თქვეს, რადგან მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაზე არიან ფოკუსირებულნი. სამაგიეროდ, ვინისიუსის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან ლონდონის არსენალი და საუდის არაბეთის ალ-აჰლი, რომელმაც შარშან მას მილიარდი ევრო შესთავაზა. არსენალი ოფიციალური წინადადების გასაკეთებლად თავად ფეხბურთელისგან ელის მწვანე შუქს.
სხვა მნიშვნელოვანი ტრანსფერებიდან აღსანიშნავია იუვენტუსის გააქტიურება. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ასტონ ვილადან ემილიანო მარტინესის დამატება სურთ, რადგან არგენტინელ მეკარეს ინგლისის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
ამასთან ერთად, უცნაური ტრანსფერი მზადდება ამერიკაში, დარვინ ნუნიესი ალ-ჰილალს ტოვებს და მოლაპარაკებებს ატლანტა იუნაიტედთან აწარმოებს.
რაც შეეხება ბაიერნს, კრისტოფ ფროინდის განცხადებით, ჟოაო პალინია გუნდის გეგმებში აღარ შედის, თუმცა თავად ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ მიუნხენში დარჩენას აპირებს.