ლივერპულმა ამერიკულ ტურნეზე სერიოზული დარტყმა მიიღო.
მერსისაიდელებმა წინასასეზონო მზადების პირველ ამხანაგურ მატჩში სანდერლენდი 4:2 დაამარცხეს, თუმცა შეხვედრა ინგლისური გრანდისთვის ძალიან ცუდად დაიწყო.
მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც შვიდ წუთში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯო გომესმა მძიმე ტრავმა მიიღო. 29 წლის მცველი გაზონზე დაეცა და სამედიცინო შტაბის დახმარება სასწრაფოდ დასჭირდა. კადრებში კარგად ჩანდა, როგორ აქნევდა თავს იმედგაცრუებული ფეხბურთელი, რის შემდეგაც მან მოედანი იძულებით დატოვა.
გომესის გასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური ციმიკასმა გადაიბარა. მიუხედავად მატჩის დასაწყისში მიღებული შოკისა, ლივერპულმა თამაში მალევე დაალაგა. მცველის შეცვლიდან სულ რამდენიმე წუთში კირან მორისონმა ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი მერსისაიდელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ახლა კლუბი სამედიცინო შემოწმების პასუხებს ელოდება, რათა ტრავმის სიმძიმე დადგინდეს.