ინგლისური წყაროების ცნობით, მეთოფეებმა ბრაზილიელი ვარსკვლავი პრიორიტეტულ სამიზნედ აქციეს.
ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მადრიდული კლუბი პარალელურად ლაიფციგიდან იან დიომანდეს დამატებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დიომანდესა და ვინისიუსს საერთო აგენტები ჰყავთ, ეს ორი ოპერაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილება.
არსენალი თვლის, რომ ახლა იდეალური მომენტია ვინისიუსის გადასაბირებლად, რათა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭირო მთავარი იმპულსი მიეცეს.
ლონდონელები იმ ფაქტზეც თამაშობენ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება ორშაბათს, როდესაც ვინისიუსი შვებულებიდან ბრუნდება და ვალდებებასზე ჩავა. მადრიდში მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი მის მომავალსა და განახლებულ კონტრაქტთან დაკავშირებით, რადგან რეალს არ სურს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ასე დაკარგოს.