კატალონიის ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა ტრაგედია, რომელიც კამპ ნოუს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს მოხდა.
სამუშაოებზე დასაქმებული 54 წლის მუშა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, ბარსელონა და კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
კატალონიის პოლიციის ცნობით, ინციდენტი პარასკევს, ლეს კორტსის რაიონში მდებარე სტადიონზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მუშა მძიმე დარტყმის შედეგად დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, საგამოძიებო ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, თუმცა მუშის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმის კურსშია ჩადებული შესაბამისი სახელისუფლებო უწყებები.