ლონდონის არსენალი შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს.
პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა კარდიფ სიტის 16 წლის სუპერტალანტის, აქსელ დონჩევის ტრანსფერი ოფიციალურად შეათანხმეს. როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე წარმატებით გაიარა და ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება.
დონჩევი ბრიტანულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ვარსკვლავად ითვლება. გასული წლის ოქტომბერში მან ისტორიული რეკორდი დაამყარა - 15 წლისა და 234 დღის ასაკში იგი კარდიფ სიტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც პირველი გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩში ითამაშა.
ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელსაც პოლონური და ბულგარული ფესვები აქვს, საერთაშორისო დონეზე უელსის ახალგაზრდულ ნაკრებს წარმოადგენს. ბრიტანული მედიის ცნობით, ტრანსფერი მიმდინარე კვირაშივე ოფიციალურად დადასტურდება და დონჩევი მეთოფეთა ახალგაზრდულ პროექტს შეუერთდება.