ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა ვინგერ მაიკლ ოლისეს რეალში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.
„ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ არ დგას. ძალიან გვიხარია, რომ მაიკლი შვებულებიდან დაბრუნდა.
ამ სეზონში ის ბაიერნში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ისევე როგორც გასულ სეზონში“, – განაცხადა ფროინდმა.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში ოლისემ 15 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფლორენტინო პერესი ბაიერნს პირადად დაპირდა, რომ ამ ზაფხულს ოლისეს შეძენისკენ ოფიციალურ ნაბიჯებს საერთოდ არ გადადგამს.