ჩელსი პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ნოტინგემ ფორესტთან 2:3 დამარცხდა.
ჩაბი ალონსოსთვის ეს ლონდონური კლუბის სათავეში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში მეექვსე მარცხია. რეალში მას ამდენივე მარცხი 34 შეხვედრაში ჰქონდა.
ჩელსიმ ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო. პრემიერ ლიგაში კი ლონდონელებს მოგებაზე მეტი მარცხი აქვთ - ხუთი გამარჯვება, ერთი ფრე და ექვსი წაგება.
ჩელსი მე-8 ადგილზეა, თუმცა უახლოეს კონკურენტებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ტურის დასრულების შემდეგ შესაძლოა მე-13 პოზიციამდე ჩამოქვეითდეს.