სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბიში ნოემბრის ტესტებზე საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იქნება.
ქართველს ასისტენტობას ინგლისელი მეტიუ კარლი და იტალიელი ანდრეა პიარდი გაუწევენ.
საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს სტად დე ფრანსზე გაიმართება.
ამაშუკელი ასევე შემდეგ მატჩებში იქნება დამხმარე მსაჯი:
ინგლისი - ავსტრალია (9 ნოემბერი)
იტალია - ახალი ზელანდია (23 ნოემბერი)
ირლანდია - ავსტრალია (30 ნოემბერი)
შეგახსენებთ, რომ ქართველმა არბიტრმა ცოტა ხნის წინ ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მატჩი განსაჯა.
ასევე ცნობილი გახდა 24 ნოემბერს საქართველოსა და ტონგას ნაკრებებს შორის გასამართი ტესტ-მატჩის მთავარი მსაჯიც. ეს ფრანგი ლუკ რამოსი იქნება. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები