რუბენ ამორიმმა ბრუნო ფერნანდეშის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
„არა, ბრუნო რეალში არ წავა. ის არსად არ მიდის. ერთ დღესაც, გვინდა პრემიერ ლიგა კვლავ მოვიგოთ. ამიტომ გვჭირდება, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენთან დარჩნენ... შესაბამისად ბრუნო არ წავა, ამის შესახებ მას უკვე ვუთხარი.
ის 30 წლის არის, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, რადგან ყოველ სეზონში 50-55 თამაშს ატარებს.
გოლებით და ასისტებით ის მუდმივად მინიმუმ 30-ზე ადის. ბრუნო ზუსტად იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება და ის არსად არ წავა." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ფერნანდეშის შესაძლო წასვლაზე ამორიმს იმის ფონზე ჰკითხეს, რომ ბოლო დღეებში ბრიტანული პრესა წერდა, რომ ფეხბურთელის შეძენით მადრიდის რეალი ინტერესდებოდა.