მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე ანდრე ონანა, რომელიც იჯარით ტრაბზონსპორში თამაშობს, აფრიკის თასზე არ გამოიძახეს.
ტურნირი 21 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით მაროკოში გაიმართება. კამერუნის ნაკრებმა გუშინ გამოაქვეყნა სრული განაცხადი, სადაც ონანას გარდა ვენსან აბუბაკარიც ვერ მოხვდა - ფორვარიდ, რომელმაც გუნდს მუნდიალის შესარჩევში უკაპიტნა.
ცნობილი ფეხბურთელებიდან კამერუნელთა განაცხადში მოხვდა მანჩესტერის შემტევი ბრაიან მბიუმო, ასევე გამოიძახეს კარლოს ბალება (ბრაიტონი) და კარლ ეტა-ეიონგი (ლევანტე).
აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის ნაკრები გაბონს, კოტ'დიუვარს და მოზამბიკის ნაკრებებს დაუპირისპირდება.