• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ანტი-ჰალანდის გეგმა? ანჩელოტიმ ნორვეგიელების მთავარი იმედი დააკნინა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ანტი-ჰალანდის გეგმა? ანჩელოტიმ ნორვეგიელების მთავარი იმედი დააკნინა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მუნდიალის მერვედფინალის წინ ერლინგ ჰალანდის გასანეიტრალებლად განსაკუთრებული ტაქტიკური გეგმა შეიმუშავა.


მიმდინარე ტურნირზე ნორვეგიელ ფორვარდს უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი მცველები ამ გამოწვევისთვის ისედაც მზად არიან.

ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე სახის 'ანტი-ჰალანდის' გეგმა. ჩემს მოთამაშეებს არ სჭირდებათ იმის სწავლება, როგორ დაიცვან თავი, ისინი მოედანზე ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრიან. ჩვენი გუნდია ოპტიმალურ კონდიციაშია, თუმცა გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ. ყველამ იცის, როგორ თამაშობს ის. ჩემს მცველებს მის წინააღმდეგ სამოქმედოდ არაფერს ავუხსნი


ბრაზილიელთა უკანა ხაზს ლონდონის არსენალის მცველი, გაბრიელ მაგალიაესი უხელმძღვანელებს, რომელიც ჰალანდს პრემიერ ლიგაში რეგულარულად ეთამაშება. ანჩელოტის აზრით, ეს ფაქტორი გუნდს დაეხმარება:

მათ მის წინააღმდეგ ბევრჯერ უთამაშიათ, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მატჩისთვის კარგად მომზადებაზე ვართ ფოკუსირებულები. ვსწავლობთ მეტოქის მთავარ მახასიათებლებს და ვიცით, რომ ისინი შეტევაში ძალიან სახიფათოები არიან. ნორვეგია რთული, კარგი სტრუქტურისა და ორგანიზაციის მქონე გუნდია, ამიტომ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვფიქრობ, ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა მაქსიმუმის ჩვენება შეგვიძლია, რადგან იაპონიასთან მძიმე მატჩის შემდეგ თავდაჯერებულები ვართ


ბრაზილიას საკადრო პრობლემებიც აქვს, ლუკას პაკეტამ კუნთის ტრავმა მიიღო და ამ მატჩს გამოტოვებს, თუმცა გუნდს ბარსელონას შემტევი, რაფინია უბრუნდება. ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა კი აღნიშნა, რომ მატჩის ბედს მხოლოდ ჰოლანდისა და ბრაზილიელი მცველების დუელი არ გადაწყვეტს:


ბრაზილიას ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის წყვილი ჰყავს, ორი ფეხბურთელი, რომლებიც უმაღლეს საერთაშორისო დონეზე თამაშობენ. ერლინგსა და მათ შორის მძიმე ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო ბრაზილია ნორვეგიის წინააღმდეგაა. ისინი ფავორიტები არიან, რა თქმა უნდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ კარგ ბრძოლას გაუმართავთ. ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი არ გვექნება
თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

brazil
ჰალანდი
კარლო ანჩელოტი
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ წარმოადგენს აცტეკა ინგლისისთვის დიდ დაბრკოლებას

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ წარმოადგენს აცტეკა ინგლისისთვის დიდ დაბრკოლებას
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინის გაურკვეველი მომავალი - ბრაზილიური ბრწყინვალება და მადრიდული დუმილი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინის გაურკვეველი მომავალი - ბრაზილიური ბრწყინვალება და მადრიდული დუმილი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ფეხბურთი ჩვენი მზეა“ - როდრიგო ბრაზილიას აშშ-ს ადარებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ფეხბურთი ჩვენი მზეა“ - როდრიგო ბრაზილიას აშშ-ს ადარებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

31 წთ წინ

რატომ წარმოადგენს აცტეკა ინგლისისთვის დიდ დაბრკოლებას

News image

26 წთ წინ

ვინის გაურკვეველი მომავალი - ბრაზილიური ბრწყინვალება და მადრიდული დუმილი

News image

22 წთ წინ

„ფეხბურთი ჩვენი მზეა“ - როდრიგო ბრაზილიას აშშ-ს ადარებს

News image

10 წთ წინ

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება