საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისაკენ“ ორგანიზებით მინიფეხბურთის რიგით მეოთხე ტურნირი მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტურნირში ათი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთის, საინგილოს, ფერეიდნისა და თურქეთის ქართველობით დაკომპლექტებული კოლექტივები.
ღონისძიების მთავარი მიზანია მასობრივი სპორტის განვითარება, მინიფეხბურთის პოპულარიზაცია, დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ შორის მეგობრული, კულტურული და სპორტული კავშირების გაძლიერება.
ტურნირის გამარჯვებული დღეს, 13 ნოემბერს გამოვლინდება.