საქართველოს ჩემპიონატის 33-ე ტურის ფარგლებში იბერია 1999 სტუმრად სპაერს დაუპირისპირდება.
მატჩი კვირას, 15 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
გუნდების ბოლო 5 მატჩი ასე გამოიყურება:
იბერია 1-1 მიალბი (კონფერენს ლიგა) - 22.10.26
იბერია 3-2 ქუთაისის ტორპედო (ეროვნული ლიგა) - 26.10.26
დინამო თბილისი 0-0 იბერია (ეროვნული ლიგა) - 31.10.26
კოპენჰაგენი 2-1 იბერია (კონფერენს ლიგა) - 05.11.26
იბერია 1-0 გაგრა (ეროვნული ლიგა) - 09.11.26
სპაერი 3-3 ტორპედო (ეროვნული ლიგა) - 10.10.26
დინამო თბილისი 3-1 სპაერი (ეროვნული ლიგა) - 18.10.26
სპაერი 0-0 გაგრა (ეროვნული ლიგა) - 23.10.26
სამგურალი 0-0 სპაერი (ეროვნული ლიგა) - 31.10.26
სპაერი 3-2 დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა) - 07.11.26
გუნდები სრულიად განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან - თუ იბერია ზედიზედ მესამე ჩემპიონობის მოპოვებისთვის იბრძვის, სპაერის მთავარი საზრუნავი ეროვნულ ლიგაში დარჩენაა, რასაც ამ ეტაპზე არც ისე წარმატებით აკეთებს. გადასარჩენ მე-7 პოზიციას გუნდი 8 ქულით არის ჩამოშორებული და მხოლოდ პლეი-ოფის თამაშისგან მხოლოდ სასწაული ფორმაში შესვლა თუ გადაარჩენს.
ცხრილში გუნდების პოზიციიდან და ზოგადად საჩემპიონატო მიზნებიდან გამომდინარე, მატჩის აშკარა ფავორიტად იბერია მოიაზრება, რომელიც საკუთარ კედლებში მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, რაც ზედიზედ მესამე ჩემპიონობას კიდევ უფრო მიაახლოვებს.
სხვათაშორის, საჩემპიონო ბრძოლას სპაერმა თავისი ხელი წინა ტურში დაატყო, როცა ჩემპიონობისთვის მებრძოლ დინამო ბათუმთან მაისის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბათუმელებს მნიშვნელოვანი სამი ქულაც წაართვა, რამაც იბერიას ქულებით გათანაბრების საშუალება მისცა.
ეს კარგი ნიშანი უნდა იყოს იბერიასთვის, რომ აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, არ უნდა მოდუნდეს და თამაშს სრული სერიოზულობით მოეკიდოს, რადგან სეზონით ამ დასკვნით ნაწილში ყველა თამაში თანაბრად მნიშვნელოვანია.