27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისსა და ქუთაისში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.
რიგით მე-16 მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალში, აფრიკელებმა საფრანგეთს დაბალქულიან შეხვედრაში 16:5 აჯობეს და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგეს.
სამხრეთ აფრიკისთვის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორე და ისტორიაში მესამე ჩემპიონობაა - 2012; 2025 და 2026.
20-წლამდელთა შორის, 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი ახალი ზელანდიაა, ინგლისს ტიტული 4-ჯერ აქვს მოპოვებული, ხოლო საფრანგეთმა და სამხრეთ აფრიკამ 3-3-ჯერ იჩემპიონეს.
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და საქართველომ მეორედ უმასპინძლა - პირველად 2017-ში.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
VIDEO: U20 მსოფლიო - საქართველომ ტურნირზე გამოსვლა დაასრულა