VIDEO: U20 მსოფლიო - საქართველომ ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებმა, თბილისსა და ქუთაისში გამართულ, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.
ვიტო კოლელიშვილის გუნდმა, მე-11 ადგილისთვის შეხვედრაში, ფიჯისთან სუსტი მატჩი ჩაატარა, პირველი ნახევარი 0:17 დათმო, საბოლოოდ კი 10:30 დამარცხდა და ტურნირზე მე-12 ადგილი დაიკავა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ უსუსტესი ურუგვაის ნაკრები დაამარცხეს, ხოლო უელსთან (24:25) და სამხრეთ აფრიკასთან (5:33) თავად დამარცხდნენ, შემდეგ კი მე-9 ადგილისთვის მატჩი იტალიასთან (19:43) დათმეს.
შედეგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ჩატარებული 5 თამაშიდან 4 წააგო და მხოლოდ ურუგვაის ნაკრებს აჯობა.