VIDEO: 2 გოლი საწყის 13 წუთში - დინამო ბათუმი ამხანაგურ მატჩში თურქულ კლუბთან დამარცხდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამო ბათუმმა, ქალაქ ერზურუმში, თურქეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ ამედსპორთან ამხანაგური შეხვედრა გამართა.
თამაში ამედსპორის უპირატესობით დაიწყო და პირველ 13 წუთში უკვე 2:0-ს იგებდნენ. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და, რიზესპორთან 0:3 მარცხის შემდეგ, აჭარლებმა მეორე მოსამზადებელი მატჩიც დათმეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის შემდეგი მეტოქე, თურქულ შეკრებაზე, ჯერჯერობით ცნობილი არაა. სამაგიეროდ, ვიცით, რომ 25 ივლისს, საქართველოს თასის ეგიდით, მე-3 ლიგის კლუბ ორბის შეხვდებიან.