საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ერთა თასის ეგიდით, ჩილეს ეროვნული გუნდი სანტიაგოში 27-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 49:22.
ჩვენი გუნდის მხრიდან, ლელო ჭუმბაძემ, 2-ჯერ ჯინჭარაძემ, ივანიშვილმა, შვანგირაძემ და იაშაღაშვილმა დადეს, ერთხელაც საჯარიმო ლელო გაფორმდა.
შედეგად, ერთა თასის 3 ტურის შემდეგ, ბორჯღალოსნებს 3 გამარჯვება აქვთ და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ - 14 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან რუმინეთს 5 ქულით უსწრებენ.
მარკო ბორტოლამის გუნდი, ერთა თასის ეგიდით, მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, ტონგას წინააღმდეგ შინ გამართავს. ნოემბერშივე იქნება კიდევ 2 საშინაო მატჩი - აშშ-სთან და კანადასთან.