• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"მსგავს პირებს სტადიონზე დასწრების უფლება შეეზღუდებათ" - ტორპედოს განცხადება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"მსგავს პირებს სტადიონზე დასწრების უფლება შეეზღუდებათ" - ტორპედოს განცხადება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კონფერენს ლიგის ეგიდით, ზირასთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის ფონზე, ტორპედო ქუთაისი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ვიგებთ, რომ კონკრეტულ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლას აუკრძალავენ.


"ქუთაისის "ტორპედო" გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ გამოვლინებას.


კლუბისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი გარემო, სადაც ილახება ადამიანის ღირსება. შესაბამისად, დაუშვებლად მივიჩნევთ მატჩზე იმ პირის დასწრებას, რომლის ქცევაც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მოწინააღმდეგე გუნდის წევრს ან ნებისმიერ გულშემატკივარს.


ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით.


"შენგელია არენა" ცხადდება სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ. ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს. ჩვენი მიზანია, სტადიონზე მოსულმა თითოეულმა გულშემატკივარმა, ასაკის, ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, თავი უსაფრთხოდ, დაცულად და პატივისცემის გარემოში იგრძნოს.


ამავე პრინციპით, ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისაღებია მხოლოდ კონსტრუქციული და ჯანსაღი კრიტიკა. სიძულვილის ენის, მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველი შინაარსის კომენტარები წაიშლება, ხოლო მათი ავტორების მიმართ კლუბი გამოიყენებს შესაბამის მოდერაციის ზომებს.


"ტორპედო" მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი ქცევით ხელს უწყობს უსაფრთხო, ღირსეულ და პატივისცემაზე დაფუძნებული საფეხბურთო გარემოს შექმნას", - აღნიშნულია გუნდის განცხადებაში.


,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
ტორპედო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: 2 გოლი საწყის 13 წუთში - დინამო ბათუმი ამხანაგურ მატჩში თურქულ კლუბთან დამარცხდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: 2 გოლი საწყის 13 წუთში - დინამო ბათუმი ამხანაგურ მატჩში თურქულ კლუბთან დამარცხდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: U20 მსოფლიო - საქართველომ ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

•ქართული

ქართული

VIDEO: U20 მსოფლიო - საქართველომ ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
•ქართული

ქართული

სოლიდური გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე ჩილეც დაამარცხეს

•ქართული

ქართული

სოლიდური გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე ჩილეც დაამარცხეს
•ქართული

ქართული

News image

17 ივლ, 2026

VIDEO: 2 გოლი საწყის 13 წუთში - დინამო ბათუმი ამხანაგურ მატჩში თურქულ კლუბთან დამარცხდა

News image

11 სთ წინ

,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი

News image

3 სთ წინ

VIDEO: U20 მსოფლიო - საქართველომ ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

News image

3 სთ წინ

სოლიდური გამარჯვება - ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე ჩილეც დაამარცხეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება