• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას" - ,,ჯუნგლების" განცხადება და ულტიმატუმი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქუთაისის ტორპედოს ფან კლუბმა ,,ჯუნგლებმა" განცხადება გაავრცელა.


,,ერთი წლის წინ, როცა შუსტერის გაშვებას ვითხოვდით, პროტესტის ნიშნად რამდენიმე თამაში ტრიბუნა დავტოვეთ.


შემდეგ გვქონდა საუბრები კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდის კაპიტანთან. პატივი ვეცით მათ სიტყვას, გადავდგით ნაბიჯი უკან და დავბრუნდით ტრიბუნაზე, რადგან გვჯეროდა, რომ "ტორპედოს" ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა და სიტუაცია გამოსწორდებოდა.


დღეს, ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა ყველაფერი უფრო უარესობისკენ წავიდა.


დღეს "ტორპედო" არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. გადახედეთ შემადგენლობას, არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს, მაგრამ მოედანზე არ ჩანს არც იდეა, არც ტაქტიკა, არც ხასიათი, არც ბრძოლა და გუნდი ყოველ მატჩში ქაოსურად გამოიყურება..


"ზირასთან" ორი მატჩის ჯამში 0:6 ეს მხოლოდ მარცხი არ არის. ეს არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ "ტორპედოელს" გულში გვირტყამს!!! ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო. გვეგონა, რომ ამის შემდეგ მაინც მიიღებდა ხელმძღვანელობა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისევ დუმილი ვიხილეთ..


ამ მწვრთნელის ხელში "ტორპედოს" მომავალი განწირულია. ამას აღარ ამბობს მხოლოდ ტრიბუნა, ამას ამბობს მთელი ქუთაისი!!!


ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას და ვტოვებთ იქამდე, სანამ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება..


შარშან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და დავბრუნდით დღეს კი ფაქტია, რომ ყველამ თავი მოვიტყუეთ.


ჩვენი პოზიცია საბოლოოა, რომელსაც არანაირი დაპირება და არანაირი თხოვნა აღარ შეცვლის!!!


წესით არჩევანის გაკეთება მარტივი უნდა იყოს ერთ მხარეს შუსტერია; მეორე მხარეს კი "ტორპედო" ფანები და ქუთაისი:


და სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული როგორი იქნება "ტორპედოს" მომავალი.." - წერია განცხადებაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ტორპედო
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ მცირე შანსიც კი არსებობს" - გოშაძე ზირასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ მცირე შანსიც კი არსებობს" - გოშაძე ზირასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ქუთაისშიც დიდი ანგარიშით - ტორპედო ზირასთან ორ მატჩში 0:6 განადგურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ქუთაისშიც დიდი ანგარიშით - ტორპედო ზირასთან ორ მატჩში 0:6 განადგურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტორპედოს კაპიტანსა და ფანებს შორის სტადიონზე დაპირისპირება მოხდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტორპედოს კაპიტანსა და ფანებს შორის სტადიონზე დაპირისპირება მოხდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პაატა ღუდუშაურმა იბერია 1999 დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პაატა ღუდუშაურმა იბერია 1999 დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 ივლ, 2026

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ მცირე შანსიც კი არსებობს" - გოშაძე ზირასთან მატჩის წინ

News image

16 ივლ, 2026

VIDEO: ქუთაისშიც დიდი ანგარიშით - ტორპედო ზირასთან ორ მატჩში 0:6 განადგურდა

News image

16 ივლ, 2026

ტორპედოს კაპიტანსა და ფანებს შორის სტადიონზე დაპირისპირება მოხდა

News image

1 სთ წინ

პაატა ღუდუშაურმა იბერია 1999 დატოვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება