კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტორპედო ქუთაისი აზერბაიჯანულ ზირას დღეს, საპასუხო მატჩში ხვდება.
აზერბაიჯანში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ქუთაისელთა მეკარე, ოთო გოშაძე კი დღევანდელი თამაშის წინ კომენტარს აკეთებს.
"ბრძოლას ვაპირებთ მანამ, სანამ შემდეგ ეტაპზე გასვლის თუნდაც მცირე შანსი არსებობს.
გულშემატკივრის მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის გასაგები და მისაღებია. ვიღებთ ამ კრიტიკას - მათ მსგავსად, სტუმრად ნაჩვენები თამაში და შედეგი ჩვენთვისაც მიუღებელია.
ხვალ ის მატჩია, როცა მინიმუმ 3 გოლი გვექნება გასატანი. გულშემატკივრის გარეშე ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება. ამიტომ ვთხოვ, მოვიდნენ მატჩზე, ერთად ბევრი შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი იმედი გავამართლოთ", - აღნიშნა გოშაძემ.
ტორპედო ქუთაისისა და ზირას მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან დაიწყება. ბილეთები შეგიძლიათ აქ შეიძინოთ - ფასი 10, 15 და 25 ლარია. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.