კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილა გორი სან მარინოს ვირტუსს დღეს, საპასუხო მატჩში შეხვდება - პირველი შიდა ქართლელებმა 3:1 მოიგეს.
გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტის ვავალისმა მოახლოებულ თამაშის წინ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად გუნდში საბრძოლო და პიზიტიური განწყობაა და ყველა ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ და შემდეგი ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.
გორში ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ, გუნდმა სრულფასოვნად აღიდგინა ძალები. ვიმუშავეთ ყველა იმ დეტალზე, რაც ამ თამაშისთვის გვჭირდებოდა. ფრენის შემდეგ, მსუბუქი ვარჯიში გვქონდა.
ბიჭებმა კარგად იციან, რას ვითხოვ მათგან მოედანზე, ეს თამაში ჩემთვის 0:0 დან იწყება და შანსები ისევ 50:50 ზეა, რადგანაც ამ გუნდს საკმარისი გამოცდილება აქვს, საშინაო თამაშები მაღალ დონეზე ჩაატაროს.
გორელ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად", - აქვეყნებს ვავალისის სიტყვებს დილას ოფიციალური სოციალური მედია.
ვირტუსისა და დილას მატჩი 23:00 საათიდან დაიწყება და, როგორც კლუბის სოციალური მედიიდანვე ვიგებთ, პირდაპირი რეპორტაჟის შესახებ მატჩის დაწყებამდე შეგვატყობინებენ.
წყვილში გამარჯვებული, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ აპოლონს შეხვდება.
ფოტო: დილა გორი