საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, უნგრეთის სარეიტინგო სერიაზე, პირველ დღეს 4 მედალი მოიპოვა.
86 კგ. წონით კატეგორიაში, ვლადიმერ გამყრელიძე ჩემპიონი გახდა, ხოლო თორნიკე სამხარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო.
რაც შეეხება კიდევ ორ მედალს, აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) და რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.) ფინალური შეხვედრები წააგეს და ვიცე-ჩემპიონის სტატუსი დაიმსახურეს.
შედეგად, პირველი სატურნირო დღის შემდეგ, ჩვენს გუნდს 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს აქტივში.
ფოტო: United World Wrestling