ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, პაატა ღუდუშაურმა იბერია 1999 დატოვა.
,,მადლობა პაატას გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!" - წერს თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ მოთამაშის გუნდიდან წასვლას მასსა და მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს შორის კონფლიქტი მოჰყვა.
იბერია 1999-მა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის ფლორა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ბრატისლავას სლოვანს დაუპირისპირდება.