VIDEO: ფრე საშინაო მატჩში - იბერიამ ესტონური ბარიერი რთულად გაიარა
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია.
იბერიელებმა ესტონეთის ჩემპიონ ფლორა ტალინს, სტუმრად მოგებული 3:2-ის შემდეგ, თბილისში 2:2 ითამაშეს და ჯამურად 5:4 გაიმარჯვეს.
ანდრი დემჩენკოს გუნდი, ნიკა სიხარულაშვილის დუბლით, 2:0-ს იგებდა, თუმცა ბალტიისპირელებმა გათანაბრება შეძლეს და ბოლო წუთებში ორმატჩიან დუელში ანგარიშის გათანაბრებასაც ცდილობდნენ.
2019 წლის შემდეგ, იბერია 1999 პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც გადალახა - მაშინაც ეს ამ კლუბმა გააკეთა (საბურთალო ერქვა).
თბილისელები ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავას შეხვდებიან. პირველი თამაში საქართველოშია (21 ან 22 ივლისს), ხოლო საპასუხო - სლოვაკეთში (28 ან 29 ივლისს).