ანრი მექვაბიშვილის შეძენით ტოპ 5 ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინტერესდა.
ლა ლიგის კლუბ ხეტაფესა და MLS-ის კლუბ ჩიკაგო ფაიერის შემდეგ, ფრანგული პრესა წერს, რომ მექვაბას თავის რიგებში ხილვა საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელ ტულუზას სურს.
ფრანგული მხარე მზადაა, უნივერსიტატეა კრაიოვას მიერ მოთხოვნილი 3 მლნ ევრო გადაიხადოს, თუმცა კლუბს ქართველის გაშვება არ სურს, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპია.
მექვაბიშვილმა, უნივერსიტატეა კრაიოვასთან ერთად, გასულ სეზონში სამივე საშინაო ტიტული მოიგო - რუმინეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი.
ანრის წვლილი ტრიმფალურ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 51 მატჩში 14 საგოლე მოქმედებით განისაზღვრა - 4 გოლი, 10 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონი 1991 წლის შემდეგ პირველად გახდა.
VIDEO: საშინაო ტრებლი - მექვაბიშვილის კრაიოვამ რუმინეთის სუპერ თასიც მოიგო