2026-27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფლორა ტალინთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ, იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრი დემჩენკომ ანდრია ბართიშვილის ტრავმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო ტრავმა, კოჭი აქვს დაზიანებული. რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, ვარჯიშს მალე დაუბრუნდება და სლოვანთან მატჩებისთვის 100%-ით მზად იქნება", - განაცხადა დემჩენკომ.
2019 წლის შემდეგ, იბერია 1999 პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც გადალახა - მაშინაც ეს ამ კლუბმა გააკეთა (საბურთალო ერქვა).
თბილისელები ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავას შეხვდებიან. პირველი თამაში საქართველოშია (21 ან 22 ივლისს), ხოლო საპასუხო - სლოვაკეთში (28 ან 29 ივლისს).
"ბოლო წუთებში გვქონდა ჩავარდნა და ამაზე სამუშაო გვაქვს" - ჯინჯოლავა მატჩის შემდეგ