VIDEO: თოლორდავას კაუნო ჟალგირისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონ თოლორდავას კაუნო ჟალგირისმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რთულ ბრძოლაში დასძლია.
კოსოვოს ჩემპიონ დრიცასთან საშინაო მატჩი 1:1 ითამაშეს, საპასუხოში კი 82-ე წუთამდე აგებდნენ, თუმცა შემდეგ ორი გოლი შეაგდეს და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვეს.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც ლიეტუვის ჩემპიონატის ბოლო ორ სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი (არც ერთი პენალტიდან), ორივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო - გუშინდელში 79-ე წუთზე, შეტევის გაძლიერების მიზნით, შეცვალეს.
კაუნო ჟალგირისის შემდეგი მეტოქე ფარერების კლაკსვიკსა და ლუქსემბურგის ბისენს შორის გამარჯვებული იქნება - ფარერის კუნძულებზე გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, დღეს საპასუხო თამაშია.
თოლორდავას გუნდი ლიეტუვის ჩემპიონატს, 19 ტურის შემდეგ, 1-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ანტონს 18 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი, გასული სეზონის 30 მატჩში კი 3 გოლი მიითვალა.