მარკო ვან ბასტენის შემდეგ, შიდა ჩემპიონატის მატჩის უცხოეთში ჩატარების იდეას ამჯერად მოქმედი ფეხბურთელი - ფრენკი დე იონგი აკრიტიკებს.
"მესმის კლუბების, რომ ისინი ამით შემოსავალს იღებენ, მაგრამ მე თვითონ არ გადავწყვეტდი ამას. არც ვეთანხმები. ეს უსამართლოა, თუ სპორტულ შეჯიბრებითობაზე ვლაპარაკობთ.
ასე გამოდის, გასვლით მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშებთ. საერთოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, არ მგონია, ვინმე გვისმენდეს", - განაცხადა დე იონგმა.
უეფაის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა "სამწუხარო" უწოდა ორი ევროპული ლიგის მატჩის საზღვარგარეთ ჩატარების ნებართვის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეს "პრეცედენტს არ შექმნის".
შეგახსენებთ, უეფა-მ ლა ლიგასა და სერია A-ს ნება დართო, ვილიარეალი-ბარსელონას მატჩი - მაიამიში, ხოლო მილანი-კომოს შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ პერტში ჩატარდეს.