ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, იტალიური კლუბების დონე გააკრიტიკა.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ოთხი იტალიური კლუბიდან მხოლოდ ერთმა შეძლო გამარჯვების მოპოვება - ინტერმა როიალ უნიონი 4:0 გაანადგურა.
ნაპოლი პსვ-სთან 2:6 დამარცხდა, იუვენტუსმა რეალთან 0:1 წააგო, ატალანტამ კი სლავიასთან ფრე 0:0 ითამაშა.
„იტალიის ჩემპიონი საცოდავია, არანაირ ემოციებს არ იწვევს. სერია ა მხოლოდ გულშემატკივართა ვნების გამო არსებობს, ფეხბურთის დონე კი რეალურად ძალიან დაბალია.
სამარცხვინო სიტუაციაა. ზოგი თამაშის ყურება არის ნამდვილი ტანჯვა. არანაირი რითმი, არანაირი სანახაობა.
ფეხბურთი ისე უნდა ვითარდებოდეს, როგორც ინგლისის პრემიერ ლიგა." - აღნიშნა რომას, მილანის, ინტერის და სხვა კლუბების ექს-ფორვარდმა.