• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არსენალი - პსჟ, კაშიას საკლუბო კარიერის უდიდესი მატჩი და სხვა - ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი - პსჟ, კაშიას საკლუბო კარიერის უდიდესი მატჩი და სხვა - ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური

01 ოქტ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-2 ტური დღეს, 1 ოქტომბერს იწყება და ქართველი გულშემატკივრებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.


დღეს მაყურებელი 9 მატჩს იხილავს, საიდანაც 2 ნაადრევად არის გამოტანილი, 7 კი ტრადიციულად, 23:00 საათზე გაიმართება.


შეარჩიე შენთვის სასურველი მატჩი და უყურე adjarabetarena-ზე სრულიად უფასოდ, ასევე ყველა მატჩზე დაკლიკვით შეგიძლია გადახვიდე უშუალოდ იმ თამაშის ლაივზე. 


20:45 


ზალცბურგი - ბრესტი 


პირველ ტურში ზალცბურგი სრულიად მოულოდნელად, სტუმრად სპარტა პრაღასთან 0:3 განადგურდა და დღეს ტურნირის პირველი ქულების დაგროვებას შეეცდება. რაც შეეხება ბრესტს, მათ ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცს 2:1 აჯობეს და ლიგაზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნეს.


შტუტგარტი - სპარტა პრაღა


გერმანელებმა პირველ ტურში რეალთან საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს და მხოლოდ ტიბო კურტუას და საკუთარი ფორვარდების ცუდი რეალიზაციის გამო ვერ წამოიღეს მადრიდიდან მინიმუმ ერთი ქულა მაინც, სპარტა პრაღამ კი ლიგა საოცრად დაიწყო და პირველ ტურში ზალცბურგი 3:0 გაანადგურა.


23:00


არსენალი - პსჟ 


პირველ ტურში არსენალმა ატალანტასთან სტუმრად ფრე ითამაშა. თანაც ისე, რომ ბერგამოს ქულით ძლივს გამოაღწია - დავიდ რაიას გმირობების ხარჯზე. რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდმა პირველ ტურში ჟირონას უმასპინძლა და ყველაფერი მოულოდნელი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე, კატალონიელთა მეკარე გასანიგამ ბურთი კომიკურად საკუთარ კარში შეაგდო და ლუის ენრიკეს გუნდს გამარჯვება "აჩუქა".


ბარსელონა - იანგ ბოიზი


ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი მატჩი ბარსას სათავეში ჰანსი ფლიკმა მონაკოსთან გასვლაზე წააგო, რამაც ხელი საწყის წუთებში ერიკ გარსიას გაძევებამ შეუწყო. ამიტომ, კატალონიელებს დღეს ტურნირზე თავისი პირველი ქულები ჰაერივით ესაჭიროებათ. იანგ ბოიზმა კი პირველ ტურში ასტონ ვილასთან საკუთარ კედლებში გამანადგურებლად წააგო [0:3] და დღევანდელი მატჩის ცალსახა აუთსაიდერიც არის.


ლევერკუზენი - მილანი


ჩაბი ალონსოს ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერთან ერთად წარმატებული დებიუტი ჰქონდა, მისმა გუნდმა სტუმრად ფეიენოორდი 4:0 გაანადგურა. იგივეს თქმა არ შეგვიძლია პაოლო ფონსეკაზე, რომლის მილანმაც საკუთარ სტადიონზე ლივერპულთან სრულიად დამსახურებულად, 1:3 წააგო.


დორტმუნდი - სელტიკი


ნური შაჰინის გუნდმა პირველ წრეში სტუმრად ბრიუგე 3:0 გაანადგურა, სელტიკმა კი გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავას შოტლანდიაში არანაირი შანსი არ დაუტოვა (5:1).


ინტერი - ცრვენა ზვეზდა


სიმონე ინძაგის გუნდმა პირველ ტურში ეტიჰადზე სიტისთან მძიმე და საყურებლად დამღლელი 0:0 ითამაშა, რაზეც თითქოს ორივე გუნდი თავიდანვე იყო შეთანხმებული. ცრვენა ზვეზდამ კი თავისივე მოედანზე ბენფიკასთან წააგო (1:2).


პსვ - სპორტინგი


ნიდერლანდელები ტურინში იუვენტუსთან 1:3 დამარცხდნენ, სპორტინგმა კი ფრანგული ლილი 2:0 დაამარცხა.


სლოვანი - მან სიტი


და ესეც ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი. გურამ კაშია კარიერაში მე-2 მატჩს ჩაატარებს მან სიტის წინააღმდეგ და შესაძლოა, ეს მის საკლუბო კარიერაში ყველაზე დიდი მატჩიც იყოს. პირველ ტურში ვლადიმერ ვაისის გუნდი სელტიკთან განადგურდა (1:5), სიტიმ კი ეტიჰადზე ინტერთან ფრე ითამაშა (0:0).

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არსენალი
ჩემპიონთა ლიგა
გურამ კაშია
მილანი
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რამდენს მიიღებს ბარსელონა ახალი სპონსორისგან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენს მიიღებს ბარსელონა ახალი სპონსორისგან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ამბობს ფაბრიციო ანდრიას ტრანსფერზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ამბობს ფაბრიციო ანდრიას ტრანსფერზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდის აზრით ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის: "მისი შეჩერება არავის შეუძლია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდის აზრით ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის: "მისი შეჩერება არავის შეუძლია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგული მედია ორად გაიყო - ვინ როგორ შეაფასა კვარა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგული მედია ორად გაიყო - ვინ როგორ შეაფასა კვარა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

რამდენს მიიღებს ბარსელონა ახალი სპონსორისგან?

News image

15 სთ წინ

რას ამბობს ფაბრიციო ანდრიას ტრანსფერზე?

News image

15 სთ წინ

ლეგენდის აზრით ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის: "მისი შეჩერება არავის შეუძლია"

News image

12 სთ წინ

ფრანგული მედია ორად გაიყო - ვინ როგორ შეაფასა კვარა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება