საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც პსჟ ლიონს დაუპირისპირდა, პარიზული კლუბის ქომაგებმა ხვიჩა კვარაცხელიას ბანერი მიუძღვნეს.
ეს პარიზელთა პირველი მატჩი იყო მას შემდეგ, რაც ქართველმა ვარსკვლავმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფანებმა მას მხარდაჭერა საკმაოდ დიდი ბანერით გამოუცხადეს.
„კვარა, წითელ-ლურჯი გულშემატკივრები შენ გვერდით ვართ!“ - ეწერა პარიზელების მიერ სტადიონზე გამოფენილ ბანერზე.
