• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არსენალმა ბერძენი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალმა ბერძენი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არსენალმა განაცხადა, რომ ხრისტოს ცოლისი კლუბს გრძელვადიანი კონტრაქტით შეუერთდა.


24 წლის შემტევი ლონდონურ კლუბში ბრიუგედან გადავიდა. ბელგიური გუნდის მაისურით მან ყველა ტურნირზე 108 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.


ცოლისმა პროფესიონალური კარიერა სამშობლოში, პაოკში დაიწყო. პაოკში მისი პირველი სრული სეზონი ტიტულით დასრულდა, 2021 წლის მაისში გუნდს საბერძნეთის თასის მოგებაში დაეხმარა, სადაც 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.


წარმატებული სეზონის შემდეგ ცოლისი მაშინდელი პრემიერ ლიგის კლუბ ნორვიჩში გადავიდა. დებიუტი შთამბეჭდავი გამოუვიდა, 2021 წლის აგვისტოში ლიგის თასზე ბორნმუთის წინააღმდეგ 6:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


შემდეგ მან იჯარით ითამაშა ნიდერლანდურ ტვენტესა და გერმანულ ფორტუნა დიუსელდორფში.


2024 წლის ივლისში ცოლისი ბრიუგეს შეუერთდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბერძენმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე.


მან 2025 წელს ბელგიის თასი მოიგო და ბელგიის პრო ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა. ეს აღიარება ზედიზედ ორჯერ მიიღო, ხოლო მეორე სეზონში ბრიუგემ 2025/26 წლების ბელგიის ჩემპიონობაც მოიპოვა.


ცოლისმა საბერძნეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ხოლო ეროვნულ გუნდში დებიუტი 2020 წლის ოქტომბერში შედგა. მას შემდეგ მის ანგარიშზე 34 მატჩია ეროვნული ნაკრების მაისურით.


ხრისტოს ცოლისი არსენალში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის უკვე შეუერთდა ახალ თანაგუნდელებს Sobha Realty Training Centre-ში, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება.


ბერძენმა ფეხბურთელმა არსენალთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 34 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არსენალი
ბრიუგე
საბერძნეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყველაზე უხვგოლიანი კლუბები მუნდიალზე - რეალის რეკორდი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველაზე უხვგოლიანი კლუბები მუნდიალზე - რეალის რეკორდი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი არსენალს კიდევ ერთ ტრანსფერს ედავება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი არსენალს კიდევ ერთ ტრანსფერს ედავება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 ივლ, 2026

ყველაზე უხვგოლიანი კლუბები მუნდიალზე - რეალის რეკორდი

News image

19 ივლ, 2026

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

News image

21 ივლ, 2026

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

News image

21 ივლ, 2026

ჩელსი არსენალს კიდევ ერთ ტრანსფერს ედავება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება