ლონდონის არსენალმა 22-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა კი მოიგო, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდი აქ გაჩერებას არ აპირებს.
ეს შემადგენლობა კლუბის ისტორიაში საუკეთესოობისკენ მიდის და უკვე ჩრდილავს არსენ ვენგერის ლეგენდარულ, 2004 წლის უძლეველთა გუნდს. არტეტას ბიჭებს ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ელით და დუბლის შესრულების შანსი აქვთ, რაც ვენგერმაც კი ვერ შეძლო.
ციფრები აჩვენებს, რომ ეს არსენალი ფენომენალურია. მიუხედავად იმისა, რომ მათ სეზონში 5 მარცხი განიცადეს და უძლეველები არ არიან, დაცვაში საოცრებას აკეთებენ, 37 მატჩში მხოლოდ 26 გოლი გაუშვეს, მეკარე დავიდ რაიამ კი ზედიზედ მესამედ მოიგო ოქროს ხელთათმანი.
კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი: არსენალს მიმდინარე სეზონში არცერთი წითელი ბარათი არ მიუღია და მათ კარში არცერთი პენალტი არ დანიშნულა.
გავრცელებული ხმები, თითქოს არტეტა დაცვით ფეხბურთს თამაშობს, სტატისტიკამ სრულად გააქარწყლა. არსენალი ბურთის ფლობით, მეტოქის საჯარიმოში შეხებებითა და დარტყმებით პრემიერ ლიგის მოწინავე ხუთეულშია, ხოლო დაცვის ხაზი მოედნის ცენტრთან ძალიან ახლოს, 64 მეტრის სიმაღლეზე უდგას.
22-წლიანი ლოდინი დასრულდა და ბუდაპეშტში პსჟ-სთან გასამართ ფინალში ამ სუპერარსენალს შეუძლია ყველა ძველი ბარიერი საბოლოოდ დაანგრიოს.