როგორც ესპანური პრესა წერს, ბარსელონა ნაპოლის შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს.
თუმცა, ამ ზაფხულს ნეაპოლიტანურ კლუბს ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და ამიტომ, ხვიჩას იმავე წელს წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. მეტიც, პრეზიდენტის იდეაა, რომ 2024/25-სეზონის შემადგენლობა სწორედ ქართველის გარშემო ააწყოს.
ამრიგად, ხვიჩას ამ ზაფხულსვე გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რომელიმე კლუბი მასში 130 მილიონ ევროზე მეტის გადახდას დათანხმდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ხვიჩა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და მასში გამოსასყიდ თანხას ჩაწერს, ზუსტად ისე, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ ვიქტორ ოსიმენმა გააკეთა. ამის მეშვეობით, 2025-ს ზაფხულში მისი შეძენა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი ისე, რომ ტრანსფერს ნაპოლი ვეღარ დაბლოკავს.