ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი სავიზო სისტემა ამოქმედდა
ფეხბურთიფეხბურთი

აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი სავიზო სისტემა ამოქმედდა

18 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი, დაჩქარებული სავიზო სისტემა იმ მილიონობით ადამიანისთვის წარადგინა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკაში ჩასვლას გეგმავენ, თუმცა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებს ქვეყანაში შესვლაზე მაინც შეიძლება უარი უთხრან, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა ბილეთები.


ფიფას პრიორიტეტული ჩაწერის სისტემა, რომელიც თეთრ სახლში გამოცხადდა, მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების მფლობელებს ვიზის გასაუბრებებზე რიგის დასაწყისში გადაიყვანს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ დაჩქარებული პროცესი ავტომატურ ვიზას არ ნიშნავს.


„თქვენი ბილეთი არ არის ვიზა. ეს არ გიქმნით გარანტიას, რომ აშშ-ში შეგიშვებენ, ეს მხოლოდ სწრაფ ჩაწერას გაძლევთ. წარიმართება იგივე შემოწმება, რასაც სხვები გადიან. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ მათ რიგში წინ ვწევთ.“ – თქვა რუბიომ.


ეს გაფრთხილება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბილეთების უკვე ერთი მილიონი უცხოელი მყიდველიდან ზოგიერთი აშშ-ში მაინც არ შეუშვან, მიუხედავად იმისა, რომ მათ მატჩის ბილეთები უკვე აქვთ.


ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პირები საბოლოოდ 6-7 მილიონ ბილეთს გაყიდიან, მან ოვალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გვეყოლება 5–10 მილიონი ადამიანი, რომლებიც ამერიკაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვლენ.“


ჯერ-ჯერობით მოთხოვნის დიდი ნაწილი შიდაა: აშშ, მექსიკა და კანადა მომავალი წლის ივნისში ტურნირს მასპინძლობენ და ბილეთების მფლობელთა უმეტესობას სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ, მაგრამ ფიფას განცხადებით, ბილეთები 212 სხვადასხვა ქვეყანაში და ტერიტორიაზე შეიძინეს.


რუბიოს თქმით, განაცხადების რაოდენობის ზრდის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში 400-ზე მეტი დამატებითი საკონსულო თანამშრომელი გაგზავნა, ზოგ შემთხვევაში საელჩოების შტატი გაორმაგდა კიდეც. დაახლოებით ქვეყნების 80%-ში ამ ზომებმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ვიზის მოლოდინის დრო, ერთი წლიდან 60 დღეზე ნაკლებამდე.


„მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბრაზილია და არგენტინა, ადრე ერთი წელზე მეტი დასჭირდებოდა ჩაწერას. ახლა კი ორ თვეზე ნაკლებში შეგიძლიათ მიიღოთ გასაუბრება,“ - აღნიშნა მან.


აშშ-მ მსოფლიო ჩემპიონატს ბოლოს 1994 წელს უმასპინძლა. 2026 წლის ჩემპიონატი ზაფხულში გაიმართება და ისტორიაში პირველად ტრადიციული 32-ის ნაცვლად მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აშშ

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"აქ ბედნიერი ვარ" - მესიმ ინტერ მაიამისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"აქ ბედნიერი ვარ" - მესიმ ინტერ მაიამისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტაქტიკური რჩევები AI-სგან - ბრიტანელმა მწვრთნელმა ხელოვნურ ინტელექტს მიმართა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტაქტიკური რჩევები AI-სგან - ბრიტანელმა მწვრთნელმა ხელოვნურ ინტელექტს მიმართა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა აჭარაბეთ არენაზე აშშ დაამარცხა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

საქართველოს ნაკრებმა აჭარაბეთ არენაზე აშშ დაამარცხა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

"მწვრთნელი ვარ და არა დამლაგებელი", - პოჩეტინო შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მწვრთნელი ვარ და არა დამლაგებელი", - პოჩეტინო შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 ოქტ, 2025

"აქ ბედნიერი ვარ" - მესიმ ინტერ მაიამისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

News image

01 ნოე, 2025

ტაქტიკური რჩევები AI-სგან - ბრიტანელმა მწვრთნელმა ხელოვნურ ინტელექტს მიმართა

News image

08 ნოე, 2025

საქართველოს ნაკრებმა აჭარაბეთ არენაზე აშშ დაამარცხა

News image

20 ნოე, 2025

"მწვრთნელი ვარ და არა დამლაგებელი", - პოჩეტინო შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა