სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს (10 ოქტომბერს) შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქი იენჩეპინგი უმასპინძლებს.
მატჩის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა.
"პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დასკვნით ეტაპზე ვართ მისული. ის გეგმა, რაც ჩვენ პირველივე თამაშიდან მოყოლებული გვქონდა, რომ ბოლო ტურებამდე ჩვენ უკვე თამაშში ვყოფილიყავით და გვქონოდა რეალური შანსი, ეს ყველაფერი შევასრულეთ და ძალიან კარგია. ამის უკან დგას ძალიან დიდი შრომა, როგორც გუნდის, ისევე სტაფის, ისევე ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ ყველაფერში. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ამავე დროს უკვე მოვიდა ის ეტაპი, სადაც უკვე თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს.
ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან თუ რა დონის თამაში უწევთ რა დონის გუნდთან და თუ რა მნიშვნელობის არის ეს თამაში, ამაზე ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, ეს ყველაფერი ნათელია. რეალურად ეს იქნება, პირველ რიგში, ისეთი ფსიქოლოგიური ტესტი, სადაც იმ ხასიათს, რომელიც ჩემს გუნდს ყოველთვის ჰქონდა და გამოარჩევდა, ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ მე მწამს და მჯერა ჩემი ფეხბურთელების. რა თქმა უნდა, არ იქნება ეს ყველაფერი მარტივი. დრო არ გვქონდა ძალიან ბევრი, როგორც ყოველთვის. სულ 2 დღე გვქონდა თამაშამდე მომზადებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად გამოვიყენეთ ეს ყველაფერი და მზად ვართ თამაშისთვის.
გული მწყდება იმაზე, რომ როგორც წარმომედგინა იმ შემადგენლობით არ ვართ. მე საუბარი მაქვს სიგუაზე, საზონოვსა და ლუკა გაგნიძეზე ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გოგლიჩიძის თემას, მე ამას დანაკლისს ვერანაირად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ, ჩვენი ნომერ პირველი მიზანი და მთავარი ამოცანა ის არის, რომ უწყვეტად მივაწოდო კადრები ეროვნულ ნაკრებს და პირიქით, მოხარული ვარ და წარმატებას ვუსურვებ საბას და ძალიან გვიხარია ჩვენ ყველას, რომ ჩვენთან გავლილი ფეხბურთელები ასე მიდიან ეროვნულში და თამამად აღებს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კარს მათთვის. დანარჩენი უშუალოდ თამაშზე გამოჩნდება. ერთადერთი, რაც მინდა აღვნიშნო, არის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება დადებითი შედეგი იმისთვის, რომ ბოლო ტურში უკვე საკუთარ თავზე ვიყოთ დამოკიდებული." - სვანაძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ჩვენს გუნდს გასული 6 ტურის შემდეგ ჯგუფში 16 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. 14 ქულით შვედეთი მე-3 ადგილს იკავებს.
შვედეთისა და საქართველოს მატჩი დღეს 20:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები