მაიკლ ოლისეს ამ ზაფხულს მადრიდის რეალში გადასვლა სურს.
Foot Mercato-ს ჟურნალისტის სანტი აუნას ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კარიერული განვითარების გასაგრძელებლად რეალი იდეალური კლუბია.
მადრიდული კლუბი კი მზადაა, ფეხბურთელის ტრანსფერში რეკორდული თანხა გადაიხადოს.
ბაიერნის ოფიციალური პოზიციაა, რომ ოლისე არ იყიდება, თუმცა რეალური ვითარება უფრო რთულია.
მიუნხენური კლუბი ფრანგისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, თუმცა პარალელურად უკვე დაუკავშირდა რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მის შემცვლელებად განიხილებიან.
ოლისე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბაიერნის ხელმძღვანელობას შეხვდება და საკუთარ მომავალზე იმსჯელებს.