მადრიდის რეალის ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდში შემადგენლობის გლობალური „წმენდის“ ჩატარებას არ აპირებს.
პორტუგალიელ სპეციალისტს არ სურს ახალ კოლექტივში თავიდანვე მტრული იმიჯი შეიქმნას - მისი მთავარი მიზანი გუნდის გარშემო ფეხბურთელების გაერთიანება და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა, - იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბმა პორტუგალიელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა 11 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადა.
მოურინიო მადრიდულ გრანდს უკვე წვრთნიდა 2010-დან 2013 წლამდე, რა დროსაც ბლანკოსთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.
მადრიდულ კლუბში დაბრუნებამდე, 63 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ლისაბონის ბენფიკა გახლდათ, რომელსაც ის 2025 წლიდან 2026 წლამდე ხელმძღვანელობდა.