მიუნხენის ბაიერნს პარი სენ-ჟერმენის მცველის, ნორდი მუკიელეს შეძენა სურს.
ფრანგი ჟურნალისტის, ლოიკ ტანზის ინფორმაციით, მიუნხენურმა გუნდმა პარიზელებს ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა.
გერმანულ კლუბს ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით სურს აყვანა, შემდგომში 25 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობით.
მუკიელესთვის ბუნდესლიგა ახალი ხილი არ არის - პარიზში გადასვლამდე ის ლაიფციგში თამაშობდა. პსჟ-ში კი საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და ბაიერნში გადასვლა თავადაც სურს.