The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ბაიერნმა ლივერპულს ლუის დიასის შესახებ ფორმალური შეთავაზება გაუკეთა.
შეთავაზება 67.5 მილიონი ევროს ოდენობის იყო, რომელიც პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა უარით მალევე გაისტუმრეს.
კოლუმბიელ შემტევს ენფილდზე არსებულ კონტრაქტში ბოლო 24 თვე აქვს დარჩენილი და გახანგრძლივების არანაირი ნიშანი არ არსებობს. დიასმა კლუბს აშკარად განუცხადა, რომ მას წასვლა სურს.
ორნშტეინის ცნობით, ლივერპული 28 წლის მოთამაშეს მინიმუმ 100 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა დიასის გაყიდვა მერსისაიდელთა გეგმებში არ შედის.
კოლუმბიელმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.