ოქროს ბურთი 2026-ის ფავორიტები: ჰარი კეინი პირველი ჯილდოსთვის ემზადება, ლამინ იამალმა კი პოზიციები დათმო
2026 წლის ოქროს ბურთის რბოლა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მესი-რონალდუს ეპოქის დასრულების შემდეგ, პრეტენდენტთა წრე გაფართოვდა. 2025 წლის გამარჯვებული უსმან დემბელე იყო, წელს კი მთავარი ფაქტორი ჩემპიონთა ლიგასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.
აი, GOAL-ის რეიტინგის ტოპ-ათეული:
1. ჰარი კეინი (ბაიერნი): 54 გოლი და 5 ასისტი.
კეინი რეკორდული ტემპით იტანს და მას შემდეგ, რაც გუნდური ტიტულის წყევლა მოხსნა, ინდივიდუალური აღიარების მთავარი კანდიდატია.
2. კილიან მბაპე (რეალი): 45 გოლი და 9 ასისტი.
რეალის რთული სეზონის მიუხედავად, მბაპე მაინც გამორჩეულია. მისი მთავარი იმედი მსოფლიო ჩემპიონატია.
3. მაიკლ ოლისე (ბაიერნი): 17 გოლი და 31 ასისტი.
ფრანგმა ბუნდესლიგა დაიპყრო და რეალთან მატჩშიც დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია.
4. ლამინ იამალი (ბარსელონა): 22 გოლი და 18 ასისტი.
მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა ბარსას ევროპული ჩავარდნისა და ტრავმების გამო პოზიციები დაკარგა.
5. ლუის დიასი (ბაიერნი): 25 გოლი და 20 ასისტი.
კოლუმბიელი მიუნხენში ბრწყინავს და კეინთან იდეალური დუეტი შექმნა.
6. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი): 46 გოლი.
ტერმინატორის რეჟიმშია, თუმცა სიტის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ მისი შანსები შეამცირა.
7. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო): 19 გოლი და 10 ასისტი.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გატანილმა გოლებმა რეიტინგში დააბრუნა.
8. დეკლან რაისი (არსენალი): 6 გოლი და 13 ასისტი.
მეთოფეების ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი.
9. ვიტინია (პსჟ): 7 გოლი და 10 ასისტი.
პარიზელთა იმედი, რომელიც ბევრისთვის დღეს საუკეთესო შუახაზელია.
10. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი): 18 გოლი და 13 ასისტი.
2026 წელი კარგად დაიწყო, თუმცა ბრაზილიის ნაკრებში მისი თამაში კვლავ კითხვის ნიშნებს ბადებს. მისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტი იქნება.
სხვა საინტერესო პოზიციები:
ხვიჩა კვარაცხელია (მე-13 ადგილი): ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გატანილი 5 გოლის წყალობით რეიტინგში დაწინაურდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს არყოფნა მის შანსებს ზღუდავს.
ლიონელ მესი (მე-14 ადგილი): MLS-ის მოგებისა და მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ფავორიტობის გამო, კვლავ რჩება სიაში. ვნახოთ, რას იზამს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე.
კრიშტიანუ რონალდუ (მე-18 ადგილი): საუდის არაბეთში გატანილი გოლებისა და ნაკრებთან ერთად მოახლოებული მუნდიალის გამო, 41 წლის ლეგენდა რეიტინგში დაბრუნდა.