• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ბარსა-ატლეტიკო: 5 ფეხბურთელი, რომლებსაც ორივე კლუბის მაისურით უთამაშიათ
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსა-ატლეტიკო: 5 ფეხბურთელი, რომლებსაც ორივე კლუბის მაისურით უთამაშიათ

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსა და ბარსელონას დღევანდელი დაპირისპირების წინ, გავიხსენოთ ხუთი ვარსკვლავი, რომლებსაც ორივე კლუბის მაისური მოირგეს.


სერჟი ბარჟუანი

ბარჟუანი ბარსელონას „ოცნების გუნდში“ იოჰან კრუიფის დროს გამოჩნდა. კლუბის აკადემიის აღზრდილი პირველ გუნდში 1993/94 წლების სეზონში დააწინაურეს და ის თითქმის ათწლეულის განმავლობაში კატალონიელთა დაცვის შეუცვლელ ფიგურად დარჩა. ბარსელონაში მან 9 ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ლა ლიგა და თასების მფლობელთა თასი. საერთო ჯამში, ესპანელმა ბლაუგრანას შემადგენლობაში 382 მატჩი ჩაატარა, 2002 წელს კი, მას შემდეგ რაც ლუი ვან გაალის გეგმებში აღარ შევიდა, ატლეტიკოში გადაბარგდა და კარიერის დასრულებამდე მადრიდელთა მაისურით 98 შეხვედრა გამართა.


დავიდ ვილია

ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს ორივე გუნდში ბრწყინვალე პერიოდი ჰქონდა. ვილია ბარსელონას 2011 წელს ვალენსიიდან შეუერთდა და პეპ გვარდიოლას შემტევი ტრიოს განუყოფელი ნაწილი გახდა. სადებიუტო სეზონშივე მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანა და გუნდთან ერთად ევროპის მწვერვალი დაიპყრო. ტრავმების გამო, ორი წლის შემდეგ კატალონიელებმა ის ატლეტიკოში სიმბოლურ 5 მილიონ ევროდ გაუშვეს. ეს მადრიდელებისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა: ვილიამ 13 გოლი გაიტანა და ატლეტიკოს 18-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგის მოგებაში დაეხმარა.


ლუის სუარესი

სუარესის ისტორია ვილიას გზას ძალიან ჰგავს. ურუგვაელი ბარსელონაში ნამდვილი სენსაცია იყო. მან 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა და ლეგენდარული MSN-ის (მესი, სუარესი, ნეიმარი) წევრი გახდა. 2015/16 წლების სეზონში მან წარმოუდგენელი რამ შეძლო და მესისა და რონალდუს დომინაციის ფონზე, ლა ლიგის ბომბარდირი და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. მიუხედავად 13 მოგებული ტიტულისა, 2020 წელს რონალდ კუმანმა მას გუნდიდან წასვლა აიძულა. სუარესი ატლეტიკოს შეუერთდა და ბარსელონა სასტიკად დასაჯა, მისმა 21-მა გოლმა მადრიდულ კლუბს ჩემპიონობა მოუტანა.


არდა თურანი

თურანი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თურქი ფეხბურთელი გახდა, როცა 2011 წელს ატლეტიკოს შეუერთდა. ოთხი სეზონის განმავლობაში ის გუნდის შუა ხაზის ლიდერი იყო და 2014 წლის საჩემპიონო სეზონში უდიდესი წვლილი შეიტანა. 2015 წელს ის ბარსელონამ 41 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა კატალონიური პერიოდი არაერთგვაროვანი გამოდგა. მართალია, მან ტიტულები აქაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქიც შეასრულა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდა.


ანტუან გრიზმანი

ატლეტიკოს ნამდვილი ხატი და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (203 გოლი). ფრანგმა მადრიდში სახელი რეალ სოსიედადიდან გადმოსვლის შემდეგ გაითქვა და მალევე გახდა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. 2019 წელს ის ბარსელონამ სარეკორდო 120 მილიონ ევროდ შეიძინა. კატალონიაში გრიზმანმა ორი სეზონი გაატარა, 35 გოლი გაიტანა, თუმცა მესის გარშემო აწყობილ გუნდში თავისი მაქსიმუმის ჩვენება გაუჭირდა. 2021 წელს ის ისევ ატლეტიკოში დაბრუნდა, სადაც დღემდე გუნდის მთავარი ვარსკვლავია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
გრიზმანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იამალი: „იმედია, სიმეონე ჩემს წინააღმდეგ ერთ კაცს დააყენებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი: „იმედია, სიმეონე ჩემს წინააღმდეგ ერთ კაცს დააყენებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბალახის ომი: რატომ დაუპირისპირდა ფლიკი უეფას დელეგატს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბალახის ომი: რატომ დაუპირისპირდა ფლიკი უეფას დელეგატს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 საუკეთესო ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 საუკეთესო ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო - ბარსელონა [სასტარტო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო - ბარსელონა [სასტარტო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

იამალი: „იმედია, სიმეონე ჩემს წინააღმდეგ ერთ კაცს დააყენებს"

News image

11 სთ წინ

ბალახის ომი: რატომ დაუპირისპირდა ფლიკი უეფას დელეგატს?

News image

1 სთ წინ

10 საუკეთესო ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

News image

42 წთ წინ

ატლეტიკო - ბარსელონა [სასტარტო შემადგენლობები]

კომენტარები

ლინკის დაკოპირება