ატლეტიკოსთან საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის წინ, ლამინ იამალმა პრესასთან ისაუბრა.
იმედი მაქვს, ჩოლო სიკეთეს გააკეთებს და ხვალ ჩემს წინააღმდეგ სათამაშოდ ერთ კაცს დააყენებს.
„ბევრჯერ მაქვს ნანახი ის მატჩი, სადაც ბარსამ პსჟ 6:1 დაამარცხა. მაშინ სტადიონზე ვიყავი. ნეიმარი ჩემს მთელ ბავშვობას განასახიერებდა, ის ჩემი კუმირია და ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რაც მან ფეხბურთს მისცა.
ის ყველას შთაგვაგონებს. ბილეთში ფულს სწორედ მის სანახავად იხდი, მატჩიდან 2-3 დღე გადის და მაინც მის თამაშს უყურებ, რომ კიდევ ერთხელ დატკბე. მადლობა მას ყველაფრისთვის და იმედი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს“. — აღნიშნა ესპანელმა შემტევმა.
ქართული დერბის მე-2 სერია და მადრიდული სასწაულის იმედად მყოფი ბარსა