• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ქართული დერბის მე-2 სერია და მადრიდული სასწაულის იმედად მყოფი ბარსა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ქართული დერბის მე-2 სერია და მადრიდული სასწაულის იმედად მყოფი ბარსა

13 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო 1/4 ფინალების დროც დადგა და უკვე დღეს, ტურნირის პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობასაც გავარკვევთ.


ტრადიციულად, დღეს ორი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთში კვლავ ქართულ დერბის ვიხილავთ: ხვიჩა მამარდას წინააღმდეგ, მეორეში კი ბარსელონა მადრიდში შეეცდება 2-ბურთიანი დეფიციტის აღმოხვრას.


ატლეტიკო — ბარსელონა, 23:00 [პირველი მატჩი 2:0]


ბარსელონას საჩემპიონთალიგო გეგმები პირველ მატჩში პაუ კუბარსის მოულოდნელმა გაძევებამ თავდაყირა დააყენა — კაცნაკლულად დარჩენის გარდა, საქმე კიდევ უფრო გაუარესდა ხულიან ალვარესის უზადო ჯარიმის შემდეგ. ბარსა 10 კაცითაც ბევრს უტევდა, თუმცა მეორე ტაიმშიც თავად დაისაჯა — ატლეტიკომ ერთადერთი ზუსტი დარტყმით მეორეც გაიტანა და სახლში კომფორტული უპირატესობით ბრუნდება.


როგორც წესი, ატლეტიკო საკუთარ მოედანზე პლეი-ოფში არასდროს მარცხდება და ფლიკის შეგირდებმა ერთი შეხედვით შეუძლებელი უნდა შეძლონ. თუმცა, ამ სეზონში ერთხელ კატალონიელებმა როხიბლანკოს კინაღამ 0:4 შემოუტრიალეს (ერთი გოლი დააკლდათ) ამიტომ 0:2-ზე ბარსას ჩამოწერა ძალიან ნაადრევიც იქნება და უადგილოც, მითუმეტეს რომ ლა ლიგაში რეალის ქულების დაკარგვამ და ესპანიოლთან გასეირნებამ ბლაუგრანას გუნება აშკარად გამოუკეთა და ახლა სრული კონცენტრაციის მეტროპოლიტანოზე გამახვილებაა შესაძლებელი.


ატლეტიკოს ამ მატჩში დისკვალიფიცირებული მცველი პუბილი დააკლდება, ასევე საეჭვოა ხოსე მარია ხიმენესის და დავიდ ჰანცკოს მონაწილეობაც. უდანაკლისოდ ბარსაც არ არის — გაწითლებულ კუბარსისთან ერთად, დღევანდელ მატჩში ბარსას ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა, რაფინიაც ვერ უნდა დაეხმაროს, თუ ბრაზილიელმა მოულოდნელად არ მოასწრო მწყობრში ჩადგომა.


სავარაუდო შემადგენლობები:


ატლეტიკო: მუსო, მოლინა, ლე ნორმანი, ლენგლე, რუჯერი, კოკე, ლიორენტე, სიმეონე, ლუკმანი, გრიზმანი, ალვარესი


ბარსელონა: გარსია, კუნდე, მარტინი, ერიკ გარსია, კანსელუ, პედრი, დე იონგი, ოლმო, რაშფორდი, იამალი, ლევანდოვსკი.



ლივერპული — პსჟ, 23:00 [პირველი მატჩი 0:2]


ბარსელონას მსგავსად, ქამბექის იმედად არის დარჩენილი ლივერპულიც, რომელსაც კატალონიელთა განსხვავებით ამ ამოცანის ამოხსნა საკუთარ კედლებში მოუწევთ. თუ ბარსა პირველ მატჩში წითელმა ბარათმა დაასამარა, აქ სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო — პარიზულ მატჩში მოედანზე მხოლოდ ერთ გუნდი თამაშობდა ფეხბურთს და მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის და იღბლის დამსახურებაა ის, რომ ლივერპული სახლში უშანსოდ არ დაბრუნდა.


პსჟ-მ კი პარკ დე პრენსზე საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი გაანიავა და დღეს იმის იმედად უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი ძვირად არ დაუჯდეს. უსმან დემბელეს ლივერპულთან პირველ მატჩში განიავებული ხელსაყრელი მომენტი პირადადაც დაუჯდა ერთხელ ძვირად, როცა 2019 წელი იყო და ის ჯერ კიდევ ბარსელონას ღირსებას იცავდა.


თუ რომელიმე სტადიონზე იქაჩება 2-ბურთიანი ჩამორჩენა, ეს სწორედაც რომ ენფილდია, ამიტომ საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას და ლუის ენრიკეს სხვა შეგირდებს ფხიზლად მოუწევთ ყოფნა.


ქართველებისთვის სასიხარულო კი ისაა, რომ ქართული დერბი ისევ შედგება და ხვიჩა კვარაცხელია თავისი კარგი მეგობრის, გიორგი მამარდაშვილის კარს კიდევ ერთხელ დაემუქრება. წინა კვირას გამარჯვებული კვარა გამოვიდა, მეორე სერიის დაწყებამდე კი უკვე მხოლოდ საათები რჩება.


სავარაუდო შემადგენლობები: 


ლივერპული: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, სობოსლაი, ვირცი, სალაჰი, ეკიტიკე


პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
გიორგი მამარდაშვილი
ლივერპული
პსჟ
საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფეხბურთელთა შეფასებები: კამავინგას კოშმარი და რეალ მადრიდის ფიასკო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთელთა შეფასებები: კამავინგას კოშმარი და რეალ მადრიდის ფიასკო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუს ჟუნიორმა ბაიერნთან ისევ სკანდალი მოაწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუს ჟუნიორმა ბაიერნთან ისევ სკანდალი მოაწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„აღიაროს, თუ კაცია“ - ბაიერნის მცველი რეალის ვარსკვლავს უპირისპირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„აღიაროს, თუ კაცია“ - ბაიერნის მცველი რეალის ვარსკვლავს უპირისპირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის ტოპ 5 ბომბარდირი 1/2 ფინალის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის ტოპ 5 ბომბარდირი 1/2 ფინალის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ფეხბურთელთა შეფასებები: კამავინგას კოშმარი და რეალ მადრიდის ფიასკო

News image

11 სთ წინ

ვინისიუს ჟუნიორმა ბაიერნთან ისევ სკანდალი მოაწყო

News image

11 სთ წინ

„აღიაროს, თუ კაცია“ - ბაიერნის მცველი რეალის ვარსკვლავს უპირისპირდება

News image

16 წთ წინ

ჩემპიონთა ლიგის ტოპ 5 ბომბარდირი 1/2 ფინალის წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება