ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

10 საუკეთესო ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
ფეხბურთიფეხბურთი

10 საუკეთესო ქამბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბევრი საოცარი ქამბექი (შემოტრიალებული თამაში) გვინახავს. დღევანდელ ბლოგში კი 10 გამორჩეულ შემთხვევაზე მოგიყვებით.


დეპორტივო vs მილანი


2002/03 წლების სეზონის ტრიუმფატორი "როსონერი" მომავალი გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და ჯგუფური ეტაპიც პირველი ადგილით დაასრულა. მერვედფინალში მილანმა სპარტა პრაღასთან გაისეირნა, ხოლო მეოთხედფინალში ლა კორუნიის ბინადრები ესტუმრნენ სან სიროს.


დეპორისთვის ეს სულ მეოთხე ასპარეზობა იყო ევროპის უმაღლეს სცენაზე და ამ სეზონში უკვე გამოთიშული ჰყავდათ წინა ფინალისტი, ტურინის იუვენტუსი. სან სიროზეც მშვენივრად დაიწყეს, მე-11 წუთზე პანდიანის გოლოით გახსნეს ანგარიში. ჩემპიონები მალევე მოეგნენ გონს, კაკას დუბლის პირლოს და შევჩენკოს გოლები მოჰყვა, 53-ე წუთისთვის მილანი უკვე 4-1 იგებდა.


ლა კორუნიაში ნამდვილი სასწაულის მომსწრენი გავხდით. მილანის “ოლ სტარი” პირველ ტაიმში 3-0 დამარცხდა. საბოლოო წერტილი ფრან გონსალესმა დასვა მატჩის 76-ე წუთზე. 4-0. ისტორია დაიწერა. დეპორი ნახევარფინალში გავიდა.



პარი სენ-ჟერმენი vs მანჩესტერ იუნაიტედი


2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის ნამდვილად აქვს სამართლიანი პრეტენზია საუკეთესო სეზონობაზე. ფლეი-ოფში 6 ქამბექი ვიხილეთ, აქედან 4 კი მერვედფინალურ სტადიაზე. მანჩესტერში ჟოზეს ერა დასრულდა. დროებითი მწვრთნელის აპლუაში მყოფმი ოლე გუნარ სულშერის იუნაიტედი შინ, უშანსოდ დამარცხდა პარი სენ-ჟერმენთან. მბაპესა და კიმპემბეს გოლებს, მატჩის ბოლო წუთზე პოლ პოგბას წითელი ბართიც დაემატა.


პარიზში სასწაულის იმედად ჩასული იუნაიტედი საქმეს პირველივე წუთებიდან შეუდგა. ლუკაკუმ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. 10 წუთში ბერნატმა ანგარიში გაათანაბრა და პარიზელები დაამშვიდა. ტაიმი მანჩესტერმა ბელგიელის დუბლით მოიგო.


ნამდვილი დრამა კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გათამაშდა. ვიდეო რეფერის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი და მარკუს რაშფორდის უბადლო დარტყმული ჯიჯი ბუფონის კარში. 1-3. 



რეალი vs მანჩესტერ სიტი


2021/22 წლების სეზონს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მადრიდის რეალის ქამბექების სეზონი. მადრიდელები ჯერ პსჟ-სთან დაბრუნდნენ ურთულესი სიტუაციიდან, შემდეგ ჩელსის დაუქამბექეს იმავე თამაშში, რომელშიც ჩელსი აკეთებდა ქამბექს. ყველაზე გამორჩეული, ალბათ მაინც, აწ უკვე ჩემპიონთა ლიგის კლასიკურ დაპირისპირებად ქცეული, რეალი-სიტი გამოდგა. 


"ეტიჰადზე" საოცარი მატჩი ვიხილეთ. ქალაქელებმა 4-3 იმარჯვეს. ყველაფერი "ბერნაბეუზე უნდა გადაწყვეტილიყო".  მაჰრეზმა 73-ე წუთზე გახსნა ანგარიში და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.  89-ე წუთზე ტაბლოსთან ტიტრი გამოჩნდა, რომელიც ფინალში გასვლის პროცენტულ შანსებს აფასებდა. რეალი 1%. მანჩესტერ სიტი-99%.


აქედან ერთ წუთში, შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდებმა, კამავინგამ და როდრიგომ, კარიმ ბენზემას გავლით ბრწყინვალე კომბინაცია გაათამაშეს. ბრაზილიელმა რეალი თამაშში დააბრუნა. სიტიმ ამოსუნთქაც ვერ მოასწრო, რომ როდრიგომ მეორეც მიაყოლა. "ბერნაბეუს" მაგია ამოქმედდა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 


მადრიდელებს არც მესამე გოლის გასატანად დასჭირდათ დიდი დრო. დამატებითი დროის მე-3 წუთზე ბენზემამ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და ედერსონს ბურთი თავზე გადაატარა. კარიმმა რეალს ფინალში თამაში გაუნაღდა, საკუთარ თავს კი ოქროს ბურთი.



რომა vs ბარსელონა


ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა “სტემფორდ ბრიჯზე” რთული გასვლის შემდეგ, შინ ჩელსი 3-0 გაანადგურეს და მეოთხედფინალში რომას აშკარა ფავორიტების სტატუსით დახვდნენ. 


მატჩი უცნაურად წარიმართა, კატალონიელები დე როსისა და მანოლასის ავტო გოლებით იგებდნენ. პიკეს მესამეს ედინ ჯეკომ უპასუხა, ხოლო სუარესმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა. 4-1 და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა.


რომში რომაელებს მხსნელად ისევ ბოსნიელი მოევლინათ. ჯეკომ მატჩის სტარტზევე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც დე როსიმ გარდასახა გოლად. 


კაპიტანი არ აღმოჩნდა უკანასკნელი, ვინც პირველ თამაშში გატანილი ავტო გოლის გამოსწორება მოინდომა. 82-ე წუთზე ჯენგიზ უნდერის კუთხურს კოსტას მანოლასის ბრწყინვალე თავური მოჰყვა. 3-0. რომი ახლოს იყო კიდევ ერთ უდიდეს წარმოდგენასთან. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ანდრეს ინიესტას მაგივრად შემოსულმა ანდრე გომეშმა  ბარსელონა ვერ გადაარჩინა…



აიაქსი vs ტოტენჰემი


ერიკ ტენ ჰაგის 2018/19 წლების სეზონის აიაქსს ნამდვილად არ დაივიწყებენ ქუჩები, მაგრამ ამსტერდამელ პუბლიკასაც არასდროს დაავიწყდება ის ტრაგიკული ღამე. 


მადრიდის რეალისა და ტურინის იუვენტუსის ბარიერების გავლის შემდეგ, გულშემატკივრების დიდ ნაწილს აიაქსი უკვე ფინალში წარმოედგინა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამსტერდამელებმა გასვლაზე დაამარცხეს ტოტენჰემი და შინ კომფორტული უპირატესობით დაბრუნდნენ. 


განმეორებითი ნახევარფინალური მატჩიც ამსტერდამელთან სრული დომინირებით დაიწყო. უამრავი მომენტი ლონდონელთა კართან და ორი უპასუხო გოლი პირველ ტაიმში. ორი მატჩის ჯამში ტენ ჰაგის გუნდი 3-0-ს იგებდა. სპურსი სასწაულის იმედად იყო.


სასწაულის შემოქმედება კი ლუკას მოურამ ითავა. ბრაზილიელმა 4-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა და ლონდონელებს უკვე მე-60 წუთისთვის, ფინალში გასვლის ძალიან რეალური შანსი გაუჩინა. თითქოს ყველაფერი ამსტერდამელთა სასიკეთოდ სრულდებოდა, როცა ბრაზილიელმა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე მესამედ შეარხია ამსტერდამელეთა კარის ბადე.



იუვენტუსი vs ატლეტიკო


2018/19 სეზონის საოცარი ქამბექებიდან ორზე უკვე გიამბეთ. ყველაზე გამორჩეული წინ მოვიტოვოთ, ხოლო ახლა ჩოლო სიმეონესა და კრიშტიანუ რონალუს ყველაზე გამორჩეულ დუელს მივადგეთ. 


მადრიდში კრიშტიანუს ბედნიერი დაბრუნება ნამდივად არ მოუწყეს. დაძაბული მატჩის ბედი თამაშის მიწურულს, ატლეტიკოს მცველებმა გადაწყვიტეს. ხიმენეზი-გონიდის გოლები და ჩოლოს იკონური, არც ისე ეთიკური აღნიშვნა. გაცხარებული კრიშტიანუ და ლეგენდარული კომენტარი მატჩის შემდეგ:


მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს. მათ - 0.


მისტერ ჩემპიონთა ლიგამ ტურინში გამართულ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამწუხრა მადრიდის თეთრ-წითელი მხარე. რა თქმა უნდა, არც სიმეონეს ჟესტი დაუტოვებია უპასუხოდ…



ბარსელონა vs პარი სენ-ჟერმენი


ლუის ენრიკეს ბარსელონას განადგურებას პარიზში ცოტა თუ წარმოიდგენდა. ანხელ დი მარიას დუბლს, კავანისა და დრაქსლერის გოლებს მესი,სუარესი, ნეიმარის ტრიომ ვერაფერი დაუპირისპირა. 


პარიზელები ცალ ფეხზე მეტით იყვნენ უკვე მეოთხედფინალში, ხოლო ბარსელონელთა ბანაკს იმედიანად ყოფნის ბევრი მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდათ. ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 4-ბურთიანი უპირატესობა არასდროს აღმოფხვრილა. გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალს ლუის ენრიკე აძლევდა: 

თუ მათ 4 გოლი გაგვიტანეს, ჩვენც შეგვიძლია გავუტანოთ 6.


საპასუხო მატჩამდე, სამკვირიან მონაკვეთში “ლა რემონტადას” (ქამბექი ესპანურად) უდიდესი მოლოდინი შეიქმნა. გავრცელდა უამრავი ჭორი-მართალი თუ შემდეგ უკვე იკონური ფრაზა. ცეცხლზე ნავთი ნეიმარ ჟუნიორმაც დაასხა:


1% შანსი, 99% რწმენა


მატჩი ბარსელონას სწრაფი გოლით დაიწყო. საჯარიმოში შექმნილი არეულობით ლუის სუარესმა ისარგებლა და მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლოს კი ინიესტამ კურჟავას გაატანინა საკუთარ კარში. ბარსამ საქმის ნახევარი შეასრულა.


მეორე ტაიმში მთავარ მოქმედ გმირად ნეიმარი მოგვევლინა. ტაიმის სტარტზევე მოიპოვა პენალტი, რომელიც მესიმ აქცია გოლად. “რემონტადა” უკვე ძალიან რეალური გახდა. 62-ე წუთზე კატალონიელთა იმედები ედინსონ კავანიმ დაამსხვრია. ბარსას სასწაულისთვის  კიდევ 3 გოლი სჭირდებოდა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე მხოლოდ 2 წუთიღა რჩებოდა.


ნამდვილი "რემონტადა" 88-ე წუთზე დაიწყო. ნეიმარმის ცხრიანში დარტყმული ჯარიმა და გაშეშებული კევინ ტრაპი. აქედან სამ წუთში, ბრაზილიელმა, სუარესის სამსახიობო სკოლის დამსახურებით მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად. 5-1. 


მატჩის დასრულებამდე წამები რჩება, ბარსა 11 კაცით შეტევაშია, ნეიმარის ცრუ მოძრაობა, იდეალური ჩაწოდება და გმირად მოვლენილი სერხი რობერტო. ემოციების ზღვა კამპ ნოუზე. სიხარულის და მწუხარების ცრემლები. ავად თუ კარგად, ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ქამბექი შედგა.




ბაიერნი vs მანჩესტერი


1998/99 წლების სეზონის კულმინაცია ბარსელონაში, 90 000 მაყურებლით გადაჭედილ კამპ ნოუზე შედგა. ფერგის მანჩესტერს, რომელსაც ისტორიული ტრებლს მხოლოდ ამ თამაშის მოგება აშორებდა, ოტმარ ჰიცფელდის ბიუნხენის ბაიერნი უპირისპირდებოდა. 


ანგარიში მე-6 წუთზე, საჯარიმო დარტყმიდან მარიო ბასლერმა გახსნა. პივრელი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ბაიერნის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში გერმანელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ინგლისელები არაერთხელ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, ამის მიზეზი უმეტესად პიტერ შმეიხელი იყო. ორჯერ დანიელს ხარიხაც დაეხმარა. 


მატჩის ბედი სამმა ცვლილებამ გადაწყვიტა. 67-ე და 81-ე წუთებზე ფერგიმ თამაშში ტედი შერინგემი და ოლე გუნარ სულშერი ჩართო. თავის მხრივ ჰიცფელდმა მე-80 წუთზე გუნდის ვეტერანი ლიდერი, ლეგენდარული ლოთარ მატეუსი მოხსნა. 


ძირითადი 90 წუთი ამოიწურა. პერლუიჯი კოლინამ გერმანელებს გასაძლებად 3 წუთი დაუმატა. ბექჰემის კუთხურს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. გიგსის დარტყმულს მიმართულება ტედი შერინგემმა შეუცვალა. 1-1.


მანჩესტერმა იმპულსი იგრძნო და გადაწყვიტა საქმე ძირითად დროშივე მიეყვანა ბოლომდე. ბექჰემის კიდევ ერთ კუთხურს შერინგემი გამოეხმაურა. ამჯერად სულშერმა შეუცვალა მიმართულება ტედის დარტყმულს. ვერც ოლივერ კანმა და ვერც კარში მდგომმა ორმა მცველმა უშველა ბაიერნს რამე. საფეხბურთო სამყარომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქამბექი იხილა. სამუელ კუფურის ტრაგიკული კადრი კი სამუდამოდ დარჩა ჩვენს გონებაში.



ლივერპული vs ბარსელონა


და აი მოვადექით 2018/19 წლების საოცარი სეზონის უდიდეს "რემონტადას". თამაშებს, რომლის შემდეგაც აგერ უკვე 7 წელი გავიდა, მაგრამ გულშემატკივრებს გუშინდელი დღესავთ გვახსოვს, ძალიან ტკბილად თუ ძალაინ მწარედ. 


კამპ ნოუზე გასამართ, პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას, ორივე გუნდი ოპტიმალურ ფორმაში, დანაკლისის გარეშე შეხვდა. პირველი ტაიმი ბარსამ მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო. ლუის სუარესმა ყოფილ გუნდს გაუტანა და არც აღნიშვნისგან შეუკავებია თავი.


საკმაოდ თანაბარ თამაშში გარდატეხა ლიონელ მესიმ შეიტანა. პირველი გოლი არგენტინელმა 75-ე წუთზე შეაგდო, ხოლო აქედან 7 წუთში, თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შექმნა. 30 მეტრიდან უზადოდ დარტყმული ჯარიმა და უშანსოდ დარჩენილი ალისონ ბეკერი.


ანგარიშის შენარჩუნებაში თავისი წვლილი ბარსელონას კიპერმაც შეიტანა. ტერ შტეგენმა არაერთი რთული ბურთის მოგერიება შეძლო. 


ფორტუნა აშკარად კატალონიელთა მხარეს იყო, ამჯერად მოჰამედ სალაჰმა ვერ შეძლო დაუცველ კარში, 5 მეტრიდან გატანა. სრული ძალებით წინ წასულ მერსისაიდელებს, ბოლო წუთზე კატალონიელთა კონტრ-იერიში გამოეპარათ. მესიმ ყველაფერი გააკეთა, რომ ანგარიში 4-0 გამხდარიყო, მეკარესთან პირისპირ დარჩენულმა უსმან დემბელემ შანსი ხელიდან გაუშვა.


ერთი კვირის თავზე, "ენფილდზე" გასამართ განმეორებით მატჩს ლივერპული დიდი დანაკლისით ხვდებოდა. კლოპს სალაჰისა და ფირმინოს გამოყენება არ შეეძლო.  ლურჯ-ბროწეულისფრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ, წინა სეზონში, რომში მომხდარი აღარ განმეორდებოდა და 4 წლის შემდეგ ფინალში ითამაშებდნენ.


მე-7 წუთზე ანგარიში ორიგიმ გახსნა. პროგრამა მინიმუმი - სწრაფი გოლი შესრულებული იყო. ბარსას პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი მიეცა. კაპიტანს ძალისხმევა არ დაუფასდა, ბარსელონამ ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმო.


მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი კატალონიელებისთვის ჯოჯოხეთური აღმოჩნდა. შეცვლაზე შემოსულმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა 2-წუთიან მონაკვეთში ორჯერ დაამწუხრა ბარსელონა. ბარსელონამ "ენფილდის" მაგიას ვეღარ გაუძლო. სწრაფად მოწოდებული კუთხური და 4-0. დივოკ ორიგის დუბლი. ლივერპული ფინალშია. ბარსელონას ზედიზედ მეორე სეზონში ჩაუტარეს "რემონტადას" გაკვეთილი.



ლივერპული vs მილანი


დღევანდელ ბლოგს ეპიკურ ქამბექებს შორის ალბათ ყველაზე ეპიკურით დავასრულებ. 2005 წლის სტამბოლის ფინალით, რომელიც ზემოთ ხსენებულ, 1999 წლის ფინალთან ერთად, დღემდე იყოფს ლიგის საუკეთესო ფინალის წოდებას. 


მილანი-ლივერპულის ლეგენდარული ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლით დაიწყო. ანგარიში პაოლო მალდინიმ გახსნა 52-ე წამზე. ლეგენდარული ინგლისელი კომენტატორი, ქლაივ ტაიდსლეი იხსენებს:


თამაში იმ წუთის დაწყებული იყო... რამდენიმე წამი ვერც გავიგე, ვინ გაიტანა გოლი...


ტაიმის მიწურულს ჯერ შევჩენკომ გაატანინა კრესპოს, ხოლო აქედან 5 წუთში, კაკას ღვთაებრივი გადაცემა აქცია გოლად არგენტინელმა. მილანმა პირველი ნახევარი გამანადგურებელი ანგარიშით, 3-0 მოიგო. ლივერპული სასწაულის იმედად იყო დარჩენილი.


ქამბექი გუნდის კაპიტანმა, მატჩის 54-ე წუთზე დაიწყო. ჯერარდმა რისეს ჩაწოდებული ბრწყინვალე თავური დარტყმით გადაგზავნა დიდას კარში. "გამარჯობა, გამარჯობა. ჩვენ ვიწყებთ" - ისმოდა მატჩის კომენტატორის სიტყვები სტივი ჯის სამოტივაციო ხელების ქნევის ფონზე. ორ წუთში ვლადიმერ შმიცერმა 25 მეტრიდან გასიროლა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მერსისაიდელების მხარეს უდიდესი მორალური უპაირატესობა გადავიდა. კიდევ 4 წუთში გატუზომ ჯერარდი საჯარიმოში წააქცია, ჩაბი ალონსომ ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დადო. დიდამ პენალტი მოიგერია, ესპანელი დამატებაზე პირველი იყო. 3-3.


პენალტების სერიამდე, დუდეკმა ერთწამიან მონაკვეთში ორჯერ აუღო ანდრეი შევჩენკოს. სწორედ უკრაინელს აუღო პოლონელმა გადამწყვეტი პენალტიც. ლივერპულმა შეუძლებელი შეძლო და შექმნა საღამო, რომელიც სამუდამოდ დარჩა ისტორიაში როგორც "სტამბოლის სასწაული".


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბარსელონა
იუვენტუსი
ლივერპული
მანჩესტერი
რეალი
რომა
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„თამაში დასრულებულია“ - კატალონიური პრესის თავდასხმა არბელოაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„თამაში დასრულებულია“ - კატალონიური პრესის თავდასხმა არბელოაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რობენის გაფრთხილება: „რეალის წინააღმდეგ 95 წუთი ფხიზლად უნდა იყო“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რობენის გაფრთხილება: „რეალის წინააღმდეგ 95 წუთი ფხიზლად უნდა იყო“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორივე ქართველი სასტარტოშია - ლივერპული vs პსჟ [შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორივე ქართველი სასტარტოშია - ლივერპული vs პსჟ [შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო - ბარსელონა [სასტარტო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო - ბარსელონა [სასტარტო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

„თამაში დასრულებულია“ - კატალონიური პრესის თავდასხმა არბელოაზე

News image

8 სთ წინ

რობენის გაფრთხილება: „რეალის წინააღმდეგ 95 წუთი ფხიზლად უნდა იყო“

News image

3 სთ წინ

ორივე ქართველი სასტარტოშია - ლივერპული vs პსჟ [შემადგენლობები]

News image

3 სთ წინ

ატლეტიკო - ბარსელონა [სასტარტო შემადგენლობები]

კომენტარები

ლინკის დაკოპირება