• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ზედიზედ მეხუთედ - რეალი ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია
ფეხბურთიფეხბურთი

ზედიზედ მეხუთედ - რეალი ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალი უკვე ზედიზედ მე-5 წელია და ბოლო 13 გამოცემიდან მეათედ Forbes-ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია.


მისი ღირებულება 9.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მე-2 ადგილზე მყოფ კლუბზე 2 მილიარდი დოლარით მეტია. ეს პრესტიჟული გამოცემა თავის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით რეალის ღირებულება 41%-ით გაეზარდა.


Forbes ხაზს უსვამს, რომ 2024/2025 წლების სეზონში რეალმა 1.265 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.


ეს მაჩვენებელი აღემატება NFL-ის კლუბ დალას კოვბოისის მიერ გენერირებულ 1.230 მილიარდ დოლარს, რის შედეგადაც რეალი გახდა სპორტული კლუბი, რომელსაც Forbes-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა.


თავის ანგარიშში გამოცემა ასევე აღნიშნავს:


მადრიდის რეალი აერთიანებს უპრეცედენტო სპორტულ წარმატებასა და მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდს.


კლუბს ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს, და მისი ვარსკვლავი ფეხბურთელების, გლობალური კომერციული მიმზიდველობისა და სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონის განახლების წყალობით, ის სარგებლობს მასშტაბური სპონსორული შეთანხმებებითა და საერთაშორისო პოპულარობით.“


Forbes-ის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სია 2026 წელს:


1. რეალ მადრიდი - 9.5 მილიარდი დოლარი

2. ბარსელონა - 7.5 მილიარდი დოლარი

3. მანჩესტერ იუნაიტედი - 7.2 მილიარდი დოლარი

4. ლივერპული - 6.2 მილიარდი დოლარი

5. პარი სენ-ჟერმენი - 5.8 მილიარდი დოლარი


6. ბაიერნი - 5.7 მილიარდი დოლარი

7. მანჩესტერ სიტი - 5.5 მილიარდი დოლარი

8. არსენალი - 5.4 მილიარდი დოლარი

9. ჩელსი - 4.2 მილიარდი დოლარი

10. ტოტენჰემი - 3 მილიარდი დოლარი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოურინიოს პირველი სამიზნე? კონატე თავისუფალი აგენტი ხდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს პირველი სამიზნე? კონატე თავისუფალი აგენტი ხდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდელთა პასუხი ბარსას: იამალის სანაცვლოდ მზესუმზირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდელთა პასუხი ბარსას: იამალის სანაცვლოდ მზესუმზირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს პლანეტის უდიდესი კლუბია“ - გორდონის პირველი სიტყვები ბარსაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს პლანეტის უდიდესი კლუბია“ - გორდონის პირველი სიტყვები ბარსაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას გეგმა - ოთხი ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც სურთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას გეგმა - ოთხი ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც სურთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

მოურინიოს პირველი სამიზნე? კონატე თავისუფალი აგენტი ხდება

News image

8 სთ წინ

მადრიდელთა პასუხი ბარსას: იამალის სანაცვლოდ მზესუმზირა

News image

8 სთ წინ

„ეს პლანეტის უდიდესი კლუბია“ - გორდონის პირველი სიტყვები ბარსაში

News image

6 სთ წინ

ბარსელონას გეგმა - ოთხი ფეხბურთელი, რომელთა გაყიდვაც სურთ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება